02 марта 2014 года в02.03.2014 17:30 50 0 10 1

*ზეინი:
კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი.. ტედის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვაფენილს..
სავსე მთვარე იყო.. ყოველთვის მიყვარდა ღამე, განსაკუთრებით მთვარიანი.. მართალია ცა მოწმენდილი იყო და მთვარეც ანათებდა, მაგრამ ვარსკვლავები არ ჩანდნენ.. მშვიდი, ნელი სიო ქროდა, რომელიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე.. მაშინაც ასეთი მშვიდი ღამე იყო.. მაშინ, როცა დედაჩემის ღიმილიანი სახე უკანასკნელად დავინახე.. მაშინ, როცა ჩემს ძველ ცხოვრებას გამოვემშვიდობე..
ასეთმა ამინდმა კიდევ უფრო გამიმძაფრა შურისძიების სურვილი.. წამით ვიფიქრე, ჯესიკასთან მივალთქო, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა მოსიყვარულე ბიჭის თამაშის თავი.. თუ სწორად მახსოვდა, ჯოში ღამის სმენა არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ სახლისკენ ავიღე გეზი..
არ შევმცდარვარ, ჯოში სამზარეულოში იჯდა და ჭამდა..
სიცილით მივედი..
-იცი რომელი საათია?..
-მერე?
საჭმლით გამოტენილი პირით ძვლივს ამოილუღლუღა..
-ასე გშიოდა?
მის წინ დავჯექი..
-უჰ, ძალიან.. დედამ მოგიკითხა, გთხოვა მოვიდესო..
მითხრა და წვენის ბოთლი მოიყუდა..
-ჰო, ვნახავ ამ დღეებში..
ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე და მოვსვი..
-გმადლობ ზეინ..
გაეცინა და პურის დიდი ნაჭერი მოტეხა..
-ბილი ლოურენი გახსოვს?
მოულოდნელად ვიკითხე, სახე გაუფითრდა..
-კი, მერე?
ზიზღით სავსე ხმით მითხრა..
-მალე ჩავაძაღლებ..
კმაყოფილი ღიმილით ვუთხარი და სკამის საზურგეს მივეყრდენი..
-როგორ?
თვალები წამოენთო..
-მისი ქალიშვილის დახმარებით..
-ქალიშვილის?
ეშმაკური ღიმილი შეეპარა სახეზე..
-ჯერ-ჯერობით..
მეც ღიმილით ვუპასუხე და წამოვდექი, ოთახისკენ წავედი..
-უჩემოდ არაფერი მოიმოქედო !! მინდა მამის მკვლელის ტანჯვით სავსე თვალები დავინახო.. მინდა გავამწარო.. ღმერთო, როგორ მინდა..
მომწონდა ძმის ასეთი მსჯელობა..
-რათქმაუნდა..
თავი დავუქნიე და საწოლზე დავვარდი..
_______________________________
*ჯესიკა:
დილით გაღვიძებისთანავე გამახსენდა მამასთან ჩხუბი.. საშინლად არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა.. თან ლუსიც არ ამოსულა..
ტელეფონი ავიღე, ზეინის მესიჯს ველოდი.. გული დამწყდა, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ ნაბახუსევზე იქნებოდა.. სემს მივწერე..
„დღეს სადმე აპირებ???“
არ გამიკვირდა პასუხი თხუთმეტი წუთის შემდეგაც რომ არ მოვიდა.. მივხვდი, ისიც ცუდად იყო..
ამიტომ წამოვდექი, გადავივლე და მოვწესრიგდი.. მამა გუშინ ღამის ცვლაში თუ იყო, წესით უნდა სძინებოდა.. მთელი დღე ოთახში ვერ გავჩერდებოდი, ამიტომ, რამდენიმე საათში ჩუმად გამოვაღე ოთახის კარი და ქვემოთ ჩავიპარე..
-გაცოფებულია !!
მომახალა ლუსიმ..
-ჯერ დილამშვიდობისა გეთქვა..
შევეცადე ნერვიულობა არ გამომეჩინა.. მაგრამ იცით? რატომღაც ნაკლებად ვღელავდი ამაზე.
-ჯესიკა, მართლა გაბრაზებულია..
-ოოო, რავქნაა.. მე გავაფრთხილე..
-ჯესიკა !!
ასეთმა პასუხმა მეც გამაკვირვა და ლუსიც..
-სძინავს?
ჩუმად ვიკითხე..
-არა, სასწრაფო საქმეზე დაურეკეს და გაიქცა.. არ გრცხვენია? ასეთი რთული სამუშაო აქვს და რამდენ პრობლემას უმატებ..
უნდა მეპასუხა, მაგრამ ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და საერთოდ გადამავიწყდა მამაც და ლუსიც..
“hope, you’ll be free tonight.. for me, babe.. xx”მამაზე გაბრაზებულმა დაუფიქრებლად მივწერე:
„yes..xx”
“cool ! 1 am, at your house.. :) x”
აღარ მიმიწერია, მაგიდაც არ ამილაგებია ისე შევედი ჩემს ოთახში და კაბის შერჩევა დავიწყე.. რამდენიმეს მოზომების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი გარდერობი კლუბისთვის გამოუსადეგარი იყო.. ვინანე მამას ფული რომ არ გამოვართვი, მაგრამყოველი შემთხვევისთვის ქვემოთ ჩავედი..
-ლუსი !
დავიყვირე, როცა სამზარეულოსა და მისაღებში ვერ ვნახე..
-გისმენ..
სააბაზანოს კარი ფეხით გაახო და სარეცხით სავსე ყუთით გამოვიდა, აივნისკენ წავიდა..
-იცი.. ბევრი ვიფიქრე.. მამა მართალია.. ვიფიქრე, გოგონებს დავურეკავ და საყიდლებზე წავალთთქო..
გაეღიმა..
-ფული სამზარეულოშია, საპურის ქვემოთ..
ღიმილით მითხრა, მეც გამეღიმა, ვიცოდი !!
ლუსის შუბლზე ვაკოცე, ფული ავიღე და ოთახში ავირბინე.. სემს დავურეკე..
-არ მცალია, მძინავს…
ნამძინარევი ხმით მითხრა და გამითიშა, გამეცინა.. ისევ დავურეკე..
-თუ რაიმე სასწრაფო არაა, ვერ გადამირჩები !
აშკარა იყო, რომ ძალიან, ძალიან ეძინებოდა..
-საყიდლებზე უნდა გამყვე..
გაუბედავად ვუთხარი..
-ღმერთო, ჯესიკა !!
იყვირა
-ეგ საღამოს არ შეიძლებოდა???
-საღამოსთვის მზად უნდა ვიყო..
მშვიდად ვესაუბრებოდი.. ვიცოდი, ჩემი ტონი მასაც დაამშვიდებდა..
-რა ჯანდაბა უნდა იყიდო და რა ჯანდაბისთვის?
გამეცინა..
-კაბები კლუბისთვის..
-ფული გაქვს??
ხმა უცებ გამოუცოცხლდა..
-კი, მამამ დამიტოვა..
-რამდენიი??
გამხიარულდა, ფული გადავთვალე..
-ათას ორასი..
-გაემზადე ! თხუთმეტ წუთში შენს სახლთან ვიქნები..
სწრაფად მომაყარა და გათიშა..
შავი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი, შავი ჟაკეტიც მოვიცვი.. თმები გავიშალე და საათს დავხედე.. სემი წუთი წუთზე მოვიდოდა, არ მინდოდა ლუსის დაენახა, ამიტომ სწრაფად გავედი სახლიდან.. გასვლამდე კოცნა დავტოვე მზრუნველი ძიძის ლოყაზე..
სემს გზაჯვარედინთან ველოდებოდი.. შორიდანვე გავარჩიე განსხვავებული სიარულის მანერით, მანაც მიცნო და ხელი ამიწია, ნაბიჯები დააჩქარა..
-აბა, მეგობარო, მზად ხარ სავაჭრო ცენტრების დასაპყრობად??
მხიარულად მკითხა და გადამეხვია..
-რათქმაუნდა !
მეც მხიარულად ვუპასუხე..
-იმედი მაქვს, კონსულტანტს უსაჩუქროდ არ დატოვებ..
გამეკრიჭა..
-ნაგლოო !!
სიცილით ვუთხარი და ხელი გადავხვიე..
-ანუ დღეს საღამოს კლუბში მოდიხარ??
-დიახ..
თავი დავუქნიე..
-და მისტერ მალიკის აღარ გეშინია??
ნიშნის მოგებით მკითხა..
-არა..
საჩვენებელი თითი გავაქანე..
-მეტიც, მასთან ერთად მოვდივარ..
ამაყი ღიმილით დავამატე..
სემს თვალები გაუფართოვდა..
-რა გამოვტოვეეე??
გაოცებულმა მკითხა..
-ისეთი არაფერი.. ღამე სახლში მომაკითხა, აივნიდან გადმოძვრა.. პატიება მთხოვა და ერთი-ორჯერ მაკოცა.. ვსო..
-ერთი-ორჯერ??
ცალი წარბი აწია..
-ნუ.. სამი-ოთხი.. ან ხუთი-ექვსი..
გამეცინა..
-აჰჰაჰ, ამ ჩუმჩუმელას უყურეეთ?! პატიოსანო !
ბოლო სიტყვა დამარცვლით წარმოთქვა და გადაიხარხარა..
*****************************
-ვინაიდან და რადგანაც ზეინ მალიკთან ერთად მოგიწევს ყოფნა, ერთი კაბა სავსებით არაა საკმარისი და ვგონებ, რომ თქვენი ურთიერთობა კლუბებს გარეთაც გაგრძელდება, ამიტომ გვესაჭიროება არა მარტო კაბები, არამედ შორტები, შარვლები მაისურები და ა.შ..
მაღალფარდოვნულად დაიწყო საუბარი და თან რამდენიმე ვარიანტს მაჩვენებდა.. მეცინებოდა ასეთ სემზე..
-სემ, თავისუფალი ტანსაცმელი ოხრად მაქვს..
-ჰო, მაგრამ შეგახსენებ, ზეინ მალიკი !
მასთან უფრო გამომწვევი, ქალური და როგორ გითხრა.. ჰმმ.. აი ისეთი, სექსუალური ნაწილების გამომკვეთი სამოსი გვჭირდება.. უბრალო შორტმაც კი ჭკუიდა უნდა გადაიყვანოს !
სემს პირღია ვუსმენდი, ჩემს სახეზე გაეცინა..
-რა იყო გოგო, სტილს გიცვლი, თორე რომელი მოდის კრიტიკოსი მე მნახე..
სიცილით მითხრა და მოკლე, წელიანი შორტი მომაწოდა..
-ამ შორტთან ეს მაისური..
თეთრი მაისური მომცა, შავი ჯვრის გამოსახულებით..
-ეს ჩაიტანიე და ნუ მიყურებ ეგრე, ზეინ მალიკს ძალიან მოდნიცაც არ სჭირდება.. აი, გიჟი გოგო.. რომელიც გემოვნებიანადაც იცმევს.. მაგრამ.. აუუ, ჯეს, ვერ გიხსნიიი..
გაეცინა..
-ანუ, მისმინე.. არც ძალიან ქალური, არც ძალიან ბიჭური..
-გავიგე..
სიცილით ვუთხარი და გასახდელში შევედი..
-ფეხზე ეს..
შავი, მაღალი ბატინკები შემომიგდო..
-თასმები ბოლომდე არ შემიკრა, არ გამაგიჟო..
თავი შემოყო, ლიფით და ტრუსით ვიდექი..
-უჰ, პატარავ, გააგიჟებ ზეინ მალიკს..
წარბაწეულმა ამათვალიერა..
-დებილი ხარ სემ..
სიცილით ვუთხარი და მაისური გადავიცვი..
**************************
-დღეს ეს კაბა ჩაიცვი, ძალიან მომწონს..
მიტხრა სემმა მოტმასნილ, შავ კაბაზე..
-მე ლურჯი უფრო მომეწონა..
ვუპასუხე, თამ სარკეში ჩემს თავს ვაკვირდებოდი..
-დამიჯერე, ჯეს, ეს უფრო გამომწვევია.. ლურჯი სხვა დროს.. ღია ვარდისფერიც კარგი იყო, მაგრამ შავი მაინც..
-კარგი..
თავი დავუქნიე და გასახდელში დავბრუნდი..
-პირველზე გამოგივლის ჰოო??
-ჰო..
დავუძახე..
-იცოდე, ზუსტად პირველზე იქ არ დაერჭო.. ალოდინე, ოღონდ ძალიან დიდი ხანიც არა..
_______________________________
სემი მთელი გზა მარიგებდა, სახლში საღამოს რვა საათისკენ დავბრუნდი, ჩანთები და ცელოფნები ხელში არ მეტეოდა..
მამა უკვე მოსულიყო, ეტყობოდა ლუსის ნათქვამი ჰქონდა, საყიდლებზე იყოო.. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ მარაზიებში სემთან ერთად ვიყავი..
-მეტი აღარაფერი იყო?
სიცილით მკითხა მამამ და ჩანთები გამომართვა..
-ფული აღარ გვეყო, თორემ უფრო ბევრს ვიყიდდი..
სიცილით ვუპასუზე..
-შემდეგში მეტს გაგატან..
მზრუნველად გამიღიმე, მეც ღიმილით ვუპასუხე და კიბეებისკენ წავედი..
-ჯეს, არ გვაჩვენებ შენს შენაძენს?
დამიძახა ლუსიმ, რომელიც სავახშმოდ სუფრას აწყობდა..
-აუ, ძალიან დავიღალე, სხვა დროს..
არ მინდოდა ტანსაცმელი ენახათ, მარტივად მიხვდებოდნენ ვისი გემოვნებითაც იყო შერჩეული..
მამაც ამომყვა და ჩანთები კართან დაალაგა..
-ჩვენთან ერთად ივახშმებ?
მკითხა მამა, თავი დავუქნიე..
-გადავივლებ და ჩამოვალ..
გამიღიმა და ოთახი დატოვა.. კეტები ფეხების ერთმანეთზე მირტყმით გავიხადე და იქვე მივყარე..
სააბაზანოდან მალე გამოვედი, თავზე პირსახოცი მოვიხვიე და ხალათით ჩავედი ქვემოთ..
ლუსი და მამა უკვე მაგიდასთან ისხდნენ..
-ჯეს, არ გაცივდე..
შეწუხებული სახით მითხრა ლუსიმ..
-სახლში თბილა..
ღიმილით ვუპასუხე და მაგიდას მივუჯექი..
ეს ვახშამი ზუსტად ისეთი იყო, როგორც რამდენიმე წლის წინ.. საუბრებით და სიცილით გაჯერებული.. თითქოს ის ოჯახური სითბო ვიგრძენი, რომელიც რატომღაც სადღაც გაქრა..
თორმეტი საათისკენ მოვიტყუე, დავიღალე და დავწვებითქო, არადა ასვლისთანავე დავიწყე მზადება კლუბისთვის.. თმები გავიშრე და სემის რჩევით გავიშალე.. შავ კაბაში გამოკვეთილად ჩანდა გამოყვანილი წელი, თეძოები.. კაბის სიმოკლე კი უფრო მიგრძელებდა ფეხებს.. ჩემი თავი ძალიან მომწონდა..
-ღმერთო, სულ დამავიწყდა..
სარკეს მოვწყდი და ლოგინზე დაყრილ ცელოფნებში, პატარა ცელოფანს დავუწყე ძებნა.. ძვლივს ვიპოვე.. შავი ფანქარი, ტუში და რამდენიმე ფერის ტუჩსაცხი ამოვიღე.. სარკესთან დავბრუნდი და თვალები ფანქრით ჩავიშავე.. ტუში და ტუჩსაცხი არ წამისვამს, უფერო ბლესკი გადავისვი, რომელიც ცოტაოდენ ბზინვარებას და მარწყვის არომატს ჰმატებდა ტუჩებს..
საათს დავხედე.. ორი დაწყებულიყო..
-ძალიან კარგი, ათი წუთიც და გავალ..
ვთქვი ჩემთვის და საბაზანოში შევედი.. აქაც ჩემს თავს დავუწყე თვალიერება სარკეში..
რაღაც ჩხაკუნი გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია..
-babe..
ჩუმი ყვირილი მომესმა, გამეღიმა..
ორ წუთში სააბაზანოს კარი შავმა ბიჭმა შემოაღო, ჩემს დანახვაზე გაეღიმა..
-მეგონა დაგავიწყდი, მშვენიერო..

https://www.youtube.com/watch?v=nVjsGKrE6E8

-საოცრად გამოიყურები..
ხრინწიანი ხმით მითხრა, რამდენიმე ნაბიჯით ჩემთან აღმოჩნდა, წელზე ხელი მომხვია და ნაზად მაკოცა ტუჩებზე..
მერე ღიმილით გაიწია და ცხვირი ცხვირზე მომისვა..
-წავედით?
ჩუმად მკითხა, თავი დავუქნიე.. ხელი ჩამჭიდა და კარებისკენ წამიყვანა.. შევამჩნიე როგორ გაილოკა ტუჩები, გამეღიმა.. მოიწია და ისევ მაკოცა, ამჯერად ტუჩზე ენა გადამისვა..
-მომწონს..
ღიმილით თქვა და აივანზე გავიდა.. ჯერ თვითონ გადაძვრა და ხის მსხვილ ტოტზე მყარად დადგა, მერე ხელით მანიშნა - მოდიო..
ცალი ფეხი გადავწიე, ზეინმა წელზე მომხვია მისი ძლიერი მტევნები, ამწია და მეორე ფეხიც გადმომაწევინა.. მყარად დასადგომად ფეხები გაშლილად დავალაგე..
-ჩავხტები და დაგიჭერ..
ღიმილით მითხრა და ტოტიდან ჩახტა.. გამეღიმა, როცა შევამჩნიე როგორ შემომხედა კაბის ქვემოდან.. მანაც შემამჩნია და გახედვის მაგივრად, უსირცხვილოდ განაგრძო ყურება..
-რატომ მეგონა, რომ ზონარი გეცმეოდა?..
განაწყენებულმა შემომხედა სახეზე..
-იმიტომ, რომ დებილი ხარ..
პასუხი მარტივად მოვუძებნე, გაეცინა და ხელები გაშალა.. ჩავხტი, მის დიდ მკლავებში აღმოვჩნდი.. მაკოცა და დამსვა.. წელზე მომეხვია, მანიშნა იარეო.. მეც დავემორჩილე, თმები კისრიდან მომაშორრა და ყელზე დამიწყო კოცნა.. შეუძლებელი იყო ამ სიამოვნებასთან ერთად სიარულის გაგრძელება, გავშეშდი.. ვიგრძენი როგორ გაეღიმა..
-სიარული განაგრძე, პატარავ..
ეს სიტყვები უბრალო ბგერებად მომესმა, ზეინის სიახლოვით ვიყავი გაბრუებული და ვერაფრის აღქმას ვერ ვახერხებდი.. გადაიხარხარა..
-მომწონს ასე რომ ვმოქმედებ შენზე..
კიდევ ერთი კოცნა დამიტოვა ყელზე და გვერდით ამომიდგა, ხელი ჩამჭიდა, მოტოციკლისკენ წამიყვანა..
-ზეინ, მოკლე კაბა მაცვია..
ვუთხარი, როცა მოტოციკლს მოაჯდა და ჩაფხუტი მომაწოდა..
-მერე გრძელი ჩაგეცვა..
ირონიულად მითხრა..
-ზეინ !
-კარგი, კარგი..
გაიცინა და წამოდგა..
-შენ წაიყვანა და მე ხელებით დაგფარავ..
სრული სერიოზულობით მითხრა და გამიღიმა, დავიბენი..
-მე.. მე.. მე ტარება არ ვიცი..
-ჰოდა ისწავლი..
იგივე ტონით განაგრძობდა საუბარს..
-ზეეეიიინ !
ისევ გადაიხარხარა და ტყავის ქურთუკი გაიხადა..
-დაჯექი და დაიფარე..
ღიმილით მაკოცა ლოყაზე და მოტოციკლს მოაჯდა.. მივუჯექი, კაბა წამომეწია.. ზეინმა ღიმილით გამომხედა და ტუჩები გაილოკა.. მეც გამეღიმა.. ჯერ სპეციალურად ჩაფხუტი დავიხურე.. მიიხვდა და ხელი ბარძაყზე დამადო, ნელა აასრიალა ზემოთ.. საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, ჩაფხუტის შეკვრა ძვლივს მოვახერხე.. ქურთუკი ქინიდან დავიფარე, მისი ხელი ისევ ჩემს ბარძაყზე დასრიალებდა..
-ზეინ, წავედით..
ყურში ვუთხარი და ბიბილოზე ვუკბინე, გაეღიმა..
ხელი მააინც აასრიალა ზემოთ და ტრუსზე გადამისვა, მერე მსუბუქად მიჩქმიტა და მომშორდა.. ორივე ხელი საჭეზე დაალაგა და მოტოციკლი დაქოქა.. სწრაფად მოვეხვიე წელზე.. ბორბლები ჯერ ქვაფენილზე დატრიალდა რამდენჯერმე და მერე იქაურობას მოწყდა..
-შემხედე..
სიცილით მითხრა, მის მხარზე შიშისგან მიკრული თავი წამოვწიე.. ხელები საჭეს მოაშორა და ჰაერში წამოწია..
-ზეინ ! გთხოვ !
მისი ხარხარი ექოდ გაჰყვა ქარს, რომელიც სიჩქარის გამო სახეზე გვეცემოდა.. ხელები საჭეზე დააბრუნა, მაგფრამ სიჩქარეს მოუმატა..
-გთხოვ..
-მართლა პატარავ..
ისევ გაიცინა დფა სიჩქარეს მოუკლო.. კლუბთან გააჩერა..
წამოდგა, მეც წამომაყენა..
-სიჩქარეს შეეგუები, არაუშავს..
შუბლზე მაკოცა, მერე ცხვირზე და ბოლოს ტუჩებზე.. გამეღიმა, მეც ვაკოცე..
-წამო, დღეს ახალ რაღაცეებსაც გაგასინჯებ..
მაცდური ღიმილით მითხრა და წამოწეული კაბა მისი ხელით ჩამომიწია..


Комментарии

Зарегистрируйтесь или войдите, чтобы добавить комментарий

Новые заметки пользователя

IRINKAJOBAVA — Это просто Вьюи блог

64

ნაცნობი სახეები დავინახე და მათკენ წავედი, მაგრამ ზეინმა არ გამიშბა.. გაკვირვებული სახით გავხედე.. -ჯერ მე გამომყევი.. ღიმილით მითხრა, ...

50

*ზეინი: კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი.. ტედის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვა...

54

http://data1.whicdn.com/images/67694127/large.gif

50

http://31.media.tumblr.com/81b75de51cd15eea016ab9a3fd178655/tumblr_mxdgjh4QKE1s2ad26o1_250.gif

52

*ზეინი: ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა !! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ ზეინ.. თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე.. წყენაც შეეპერა ღიმი...

56

*ზეინი: სულელი გოგო !! სწრაფად ამოვიცვი შარვალი, ბავშვებთან მივედი და ერთ-ერთ გოგოს სწრაფად დავავლე ხელი.. -ზეინ? -გამომყევი !! ვუბრ...