27 февраля 2014 года в27.02.2014 11:07 55 0 10 1


*ზეინი:
ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა !! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ ზეინ.. თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე.. წყენაც შეეპერა ღიმილში.. ანერვიულდა, ხელები გაეყინა.. სწორედ ის, რაც მინდოდა.. :)
-პაწუკ, რა გჭირს?..
არ შევიმჩნიე, ისეთი სახე მივიღე, თითქოს მეც ავნერვიულდი..
-არა.. არაფერი.. ჩამეხუტე რა..
ცუდად გახდა.. ღმერთო, როგორ მესიამოვნა ის აკანკალებული ხელები, რომლებიც მომხვია.. ჩემი გეგმა ადვილად განხორციელებადი აღმოჩნდა.. მოიცა ბილ, შენც ისე დაკარგავ საყვარელ ადამიანს, როგორც მე დამაკარგვინე !! დავიფიცე და არ შეგარჩენ !! მერე რაა თუ მეორე მცდელობაც ჩამიფლავდა.. დაცვებით იარე, შენ ქალიშვილზე კი არ იფიქრო.. მალე ამს ქალიშვილიც აღარ ერქმევა.. თავს შევაყვარებ და გავაწამებ !! დაჩოქილი მთხოვ მამაშენმის საფლავზე გამომჭერი ყელიო.. მოიცა ბილ, ჯერ ყველაფერი წინაა !!
____________________________________________________________________
*ჯესიკა:
მისმა ჩახუტებამ დამამშვიდა.. ისეთი თბილი იყო, ისეთი საყვარელი..
-რამე ხდება?..
ჩუმად მკითხა..
-თუ გინდა, არ ვილაპარაკოთ ამაზე..
მითხრა ორი წუთის შემდეგ..
-უბრალოდ.. ჩემი მშობლები გაყრილები არიან.. მამაჩემის თანამდებობის გამო, მამასთან ვარ და ძალიან იშვიათად ვხედავ დედას.. მენატრება..
ხელები უფრო მაგრად მომხვია და თავზე მაკოცა..
-ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ..
ხელები ბარძაყებზე მომკიდა და ზემოდან დამიწვინა, მისი თბილი ხელი პიჟამას მაისურის ქვეშ შემიცურა, მეორეთი კი თავი წამომაწევინა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე..
-შენთან ვარ..
თვალდახუჭულმა გაიმეორა და ისევ შეეხო ტუჩებს, მეც კოცნით ვუპასუხე.. ხელები მის გულზე მეწყო, მთელი სხეულით ვეკვროდი და ვკოცნიდი.. ისეთი სასიამოვნო იყო, ყველაფერი დამავიწყა..
დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, ბოლოს მე გავიწიე..
-უკეთესად ხარ პაწი?..
ღიმილით მკითხა, თავი დავუქნიე.. ნაბიჯების ხმა გავიგე..
-ლუუსიიიიი..
მოჟამული სახით ვთქვი..
-წავედი მე ლოგინის ქვეშ..
სიცილით თქვა, მე ლოგინზე გადავგორდი ის კი ლოგინის ქვეშ შეძვრა.. მართალი აღმოვჩნდი, ლუსი იყო..
-ოჰ, გღვიძავს?
გაუკვირდა, მე თავი დავუქნიე..
-ფარდებიც გადაგიწევია, ყოჩაღ..
ღიმილით შემაქო და ძირს ჩამოვარდნილი საბანი ლოგინზე დააბრუნა..
-მამაშენმა ერთად ვისაუზმოთო..
ლოგინზე ჩამოჯდა..
-არ წასულა??
გამიკვირდა, ყოველთვის ადრე მიდიოდა სამსახურში..
-არა, დღეს გვიან მიდის.. პირველ საათამდე სახლში იქნება..
-კარგი, ჩავიცმევ და ჩამოვალ..
გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე..
-ოჰ, როგორც ვატყობ, კარგ ხასიათზე ხარ..
გაიცინა და კარებისკენ წავიდა, არაფერი მიპასუხია, მეც გამეცინა.. როგორც კი კარი მოხურა, თავი ლოგინიდან გადავწიე და საწოლის ქვეშ შევიხედე..
-გამო..
სიცილით ვუთხარი, მაკოცა და გამოძვრა..
-უნდა ჩახვიდე?
საწოლზე ჩამოჯდა, თავი დავუქნიე..
-მაშინ მე წავალ და მოგწერ.. წვეულებაზე ნაღდად არ გამოგიშვებენ??
თავი მოწყენილმა გავქანე..
-კარგი.. მაშინ მე წავალ და მალე წამოვალ, შენთან ვიქნები..
-არა, არა..
მარცხენა ხელი გავასავსავე..
-რატომ უნდა მოიკლო გართობა ჩემს გამო, წადი..
ღიმილით ვუთხარი, ხელი სახეზე მომისვა.. მანაც გამიღიმა..
-ეგ ჩემი საქმეა პაწუკ..
მოიწია და ცვირზე მაკოცა, მერე ადგა და აივანზე გავიდა.. სანამ გადაძვრებოდა, ხელი დამიქნია და ჰაეროვანი კოცნა გამომიშვა.11, ნაწილი პირველი:
ზენის წასვლის შემდეგ, ქვემოთ ჩავედი და მამასთან ერთად ვისაუზმე.. არ გვისაუბრია, მამას არ უყვარს, როცა ჭამის დროს ვლაპარაკობ.. ბავშვობიდანვე მიმაჩვია სუფრასთან ჩუმად ყოფნას..
-მორჩი?
ვკიტხე, როცა მაგიდიდან წამოდგა.. ტავი დამიქნია და გამიღიმა.. მეც წამოვდექი, თეფშები ავიღე და სამზარეულოში გავიტანე.. მამა ღიმილით მაკვირდებოდა, უყვარდა, როცა მისი მითითების გარეშე ვალაგებდი..
-დღეს სადმე აპირებ წასვლას?
წვეულება ახსოვდა..
-არა..
ღიმილით ვუპასუხე და საპურეც ავიღე მაგიდიდან..
-ძალიან კარგი.. დღეს ღამის ცვლაში ვარ და გამთენიისას მოვალ სახლში..
სახეზე მომეფერა და გაზეთი აიღო.. ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაჯდა.. ლუსის იქაურობის მილაგებაში დავეხმარე და მამასთან აგედი.. მის გვერდით, დიდ სავარძელზე მოვკალათდი..
-თუ გინდა გადი, გაისეირნე..
მივხვდი, ის ფაქტი აწუხებდა ასე ჩაკეტილი რომ ვყავდი..
-არა მამა, არ მინდა..
გავუღიმე..
-საყიდლებზე გადი მეგობრებთან ერთად..
გულის ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე ასდოლარიანი მომაწოდა..
-არ მინდა მამა, მადლობა..
გავუღიმე, ფული არ გამომირთმევია..
-ჯეს, არ მინდა სულ სახლში იჯდე.. მაგრამ არც ის მინდა, რომ სემისნაირ ახალგაზრდებთან იმეგობრო..
-მა, რამდენჯერ შეიძლება ვილაპარაკოთ სემზე? ხო აგიხსენით, არარის სიეთი, როგორიც შენ და ლუსის გგონიათ..
-აჰ, და მაგიტომ იყო პოლიციის განყოფილებაში სამჯერ? მეტჯერ თუ არა !!
-მამა, უბრალო გაუგებრობა იყო !!
ხმის ტონს ორუვემ ვუმატეთ, გამიკვირდა, როცა მამამ ხმა დაამშვიდა..
-არ მინდა ვიჩხუბოთ..
შეწუხებული სახით მითხრა..
-არც მე..
დავნებდი..
-მაშინ გთხოვ, გამომართვი ეს ფული და საყიდლებზე წადი ისეთ გოგონებთან, როგორებიცაა: სამანტა, მედისონი, ბარბარა..
სახე მომეშხამა.. ამ სამ გოგოს ვერ ვიტანდი !!
-მამა, ხომ გითხარი, რომ არ მსიამოვნებს მათთან ერთად ყოფნა..
-ჯესიკა !! ვერ ვხვდები ვერაფერს !! არ მოგწონს წესიერად აღზრდილ გოგონებთან ურთიერთობა და ვიღაც ქუჩის გოგოს დასდევ კუდში !!
ამ სიტყვებზე საშინლად მომეშალა ნერვები.. სავარძლიდან წამოვხტი და დავუყვირე:
-ჯერ ერთი, სემი კიარა, ის სამი ბოზია ქუჩის გოგო !! მერე მეორე, სემი ერთადერთი ადამიანია მთელს კოლაში, რომელიც არ პირფერობს !!
მამას სახე გაუწითლდა.. გავიაზრე რა ვთქვი რამდენიმე წამის წინ.. ბოზი ნამდვილად არ უნდა გამომეყენებინა..
-ჯესიკა ელიზაბეტ ლოურენ, დროზე ადი ოთახში !! იქედან გამოსული არ დაგინახო !!
-ვერც დამინახავ !!
ვიღრიალე და კიბეებზე ავვარდი.. ჯანდაბა, ისევ ვიჩხუბეთ..
კარები მივაჯახუნე და საკეტით ჩავკეტე.. ვიცოდი, რამდენიმე წუთში ლუსი ამოვიდოდა ჩემს დასამშვიდებლად, ამიტომ აიპოდი ავიღე და სიმღერებს ბოლომდე ავუწიე.. ლოგინზე დავეგდე და თვალები დავხუჭე.. ალბათ ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიწექი.. შევხტი, როცა ბალიშის ქვეშ ვიბრაცია ვიგრძენი, ტელეფონი გამოვიღე.. გამეღიმა..
„გემრიელი იყო პაწი?? :) xx”
„საუზმე?.. :) **“
„დიახთ, დიახთ.. :) xx”
„კი, არაუშავდა.. :)) “
მინდოდა ზეინისთვის მამაჩემთან ჩხუბის შესახებ მეთქვა, ვიცოდი, დამამშვიდებდა, მაგრამ რატომღაც ვერაფერი ვუთხარი.. კარგა ხანი ვმესიჯობდით, რაღაც იდიოტობებზე მელაპარაკებოდა.. თითქოს გაიგო, რომ ცუდად ვიყავი და ჩემს გამხიარულებას ცდილობდა,. . გამოსდიოდა კიდეც, რამდენიმე საათში საერთოდ აღარ მახსოვდა მამაჩემი..
____________________________________________________________
*ზეინი:
ნამდვილად არ ვაპირებდი წვეულებიდან ადრე წამოსვლას.. ჯესი მოვატყუე, რამეს მოვიფიქრებდი.. ან ვეტყოდი, რომ ბიჭები არ მიშვებდნენ, ან დავთვერი.. მოკლეთ, უამრავი მიზეზი არსებობს..
-ჰე, მოდიხარ?
ტედთან ერთად მივდიოდი..
-კი..
ბოლო ჭიქაც გადავკარი, ჩემს ძმას გავუღიმე და ტედის მანქანაში ჩავჯექი.. მოტოციკლით წასვლა არ მინდოდა, ვიცოდი გავილეწებოდი და უეჭველად გოგოსთან ერთად წამოვიდოდი..
-იმედია მართლა ისეთი იქნება, როგორიც მითხარი..
სიცილით ვუთხარი და ბოლო მესიჯი გავუგზავნე ჯესს..
-უი მართლა, გუშინ სად გავარდი?
თავი წამით მოაბრუნა ჩემსკენ და მერე ისევ გაიხედა..
-ჯესთან..
-რა გინდოდა მაგ გოგოსთან?? არ გაძლევს, შეეშვი..
სიცილით მითხრა და გაზს მიაჭირა..
-მომცემს, მომცემს..
თავდაჯერებულად ვუთხარი..
-ახლა არ მითხრა, რომ მისი უცხო ხასიათის, გარეგნობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეგიყვარდა და გადაწყვიტე შენს ძველ ცხოვრებას თავი დაანებო.. ისე, როგორც ბანალურ რომანტიკულ ფილმებშია..
გაიცინა, მეც გემრიელად გადავიხარხარე..
-არა, არა.. აქ სხვა საქმეა..
სიცილით ვუთხარი..
-ჰოო?? რაა??
დაინტერესდა..
-ლოურენი.. ეს გვარი არაფერს არ გეუბნება??
ტედი დაფიქრდა, მერე უცებ სახე აენთო..
-შაანსი არააა !! არ მიტხრა რომ.. ღმერთოოო !!!
-დიახთ, დიახთ.. ბილ ლოურენი..
კმაყოფილი ღიმილით დავუქნიე თავი..
-არ მითხრა, რომ ჯესის გამოყენებას აპირებ მამამისის წინააღმდეგ..
-რათქმაუნდა !!
-გიჟი ხარ ზეინ მალიკ..
სიცილით თქვა და მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა.. ხალხი უკვე მისული იყო, სიმღერებიც ხმამაღლა ისმოდა..
-მომწონს აქაურობა..
ღიმილით ვთქვი და ეზოში შევაბიჯე.. ტედი რატქმაუნდა სემთან მივიდა, მეკი ჩემს მორიგ გასართობს დავუწყე ძებნა..11, ნაწილი მეორე:
„პაწუუუკ, არ მიშვებეენ ბიჭებიიი.. ძალიან დამათვრეს.. ბოდიში რააა..: ///“
ჯესიკას მივწერე, ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩავიდე და ჩემი თოჯინას კოცნა გავაგრძელე..
-ტკბილი ტუჩები გაქვს, მშვენიერო..
სექსუალური ღიმილით ვუთხარი და ხელი ბარძაყიდან საჯდომზე ავაცურე..
*ჯესიკა:
“It’s okay.. xx”
მივწერე, ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და თვალები დავხუჭე.. გვიანი იყო, მეძინებოდა, მაგრამ ზეინს ველოდებოდი და არ დამიძინია.. ახლა კი, როცა მითხრა, რომ არ მოვიდოდა, მშვიდად მივეცი თავს დაძინების უფლება..


Комментарии

Зарегистрируйтесь или войдите, чтобы добавить комментарий

Новые заметки пользователя

IRINKAJOBAVA — Это просто Вьюи блог

69

ნაცნობი სახეები დავინახე და მათკენ წავედი, მაგრამ ზეინმა არ გამიშბა.. გაკვირვებული სახით გავხედე.. -ჯერ მე გამომყევი.. ღიმილით მითხრა, ...

54

*ზეინი: კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი.. ტედის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვა...

58

http://data1.whicdn.com/images/67694127/large.gif

55

http://31.media.tumblr.com/81b75de51cd15eea016ab9a3fd178655/tumblr_mxdgjh4QKE1s2ad26o1_250.gif

55

*ზეინი: ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა !! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ ზეინ.. თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე.. წყენაც შეეპერა ღიმი...

63

*ზეინი: სულელი გოგო !! სწრაფად ამოვიცვი შარვალი, ბავშვებთან მივედი და ერთ-ერთ გოგოს სწრაფად დავავლე ხელი.. -ზეინ? -გამომყევი !! ვუბრ...