21 февраля 2014 года в21.02.2014 13:10 63 0 10 1

*ზეინი:
სულელი გოგო !!
სწრაფად ამოვიცვი შარვალი, ბავშვებთან მივედი და ერთ-ერთ გოგოს სწრაფად დავავლე ხელი..
-ზეინ?
-გამომყევი !!
ვუბრძანე, ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა.. იგივე ადგილას მივიყვანე და ის გავაკეთე, რაც წესით იმ სულელ ბავშვთან უნდა გამეკეთებინა !!
____________________________________________________________________________
*ჯესიკა:
სახლში აკანკალებული შევედი, ჩუმად ავიპარე ოთახში.. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად შეშინებული ვიყავი.. აბაზანაში შევედი და გადავივლე.. მამა მართალი იყო, მე სათანადოდ დიდი არ ვიყავი ასეთი ურთიერთობებისთვის.. სექსი ზედმეტი იყო.. დამაჟრიალა, როცა ის შეგრძნებები გამახსენდა.. მერე ზეინის ყვირილი.. ღმერთო.. სემს აღარასდროს გავყვებოდი კლუბში !!
აკანკალებული შევწექი ლოგინში, საბანი კარგად შემოვიხვიე.. ახლა ვიგრძენი თავის ტკივილი, რომელიც სასმელმა გამოიწვია.. საშინლად ვგრძნობდი თავს..
*დილა:
-ჯეს.. გაიღვიძე..
მზრუნველმა ხმამ გამომაღვიძა.. ხმას მზის სხივებიც დამეატნენ, რომლებიც ფარდის გადაწევის შემდეგ თამამად შემოიჭრნენ ოთახში..
თვალების გახელისთანავე დავინახე პუტკუნა ქალი, რომელიც ჩემს ოთახში ფუსფუსებდა.. ფარდების გადაწევა არ კმაროდა, საბანსაც მისწორებდა, მერე დედობრივი სიყვარულით გამიღიმებდა და შუბლზე თბილ კოცნას დამიტოვებდა..
-დილამშვიდობისა ქალბატონო.. თუმცა, უკვე შუადღეა..
გამიღიმა და ტუმბოზე წინა დღით დატოვებული ჭიქა აიღო..
-შუადღე?? მამა წავიდა??
გაკვირვებულმა ვკითხე.. საერთიოდ, ისე არ გავიდოდა სახლიდან, თუ არ გამაღვიძებდა..
-კი.. და სხვათა შორის ძალიან გაბრაზებულია, ასე თქვა, არ მაინტერესებს, რაც უნდა, ის ქნასო..
-ჰოდა ძალიან კარგი.. ხვალ წვეულებაზე წავალ !!
გახარებულმა წარმოვთქვი და წამოვჯექი, მაგრამ მერე ზეინი გამახსენდა და მოვიღუშე..
-გაგიჟდი? ცეცხლზე ნავთს ასხამ? გააფრენს..
შეწუხებული სახით მითხრა, ყოველთვის წუხდა, როცა მე და მამას მოჩხუბრებს გვხედავდა..
-ლუსი (ჩემი ძიძა), დამშვიდდი.. არ მივდივარ არსად..
გავუღიმე, ტუმბოდან თმისსამაგრი ავიღე და თმები ავიწიე..
-ჯეს?!
თვალები გაუფართოვდა და ახლოს მოვიდა, თითები ყელზე შემახო..
-ღმერთო, ეს რა არის??
შეწუხებული სახით მკითხა და ხელი კისერზე მომისვა.. გაკვირვებული სახით დავიხედე.. სუნთქვა შემეკრა, როცა მოშინდისფრო ლაქა დავინახე..
ჯანდაბა !! არ მახსოვს ეს როდის გამიკეთა..
-აჰ, ეს არაფერი, გუშინ გვიან დავიბანე და ალბათ თმის საშრობმა მიქნა..
გავუღიმე, მაგრამ ჩემს სისულელეზე მე თვითონ გამეცინა.. თავი გააქნია..
-გუშინ სადმე იყავი?
ლოგინზე ჩამომიჯდა..
-მამასთან არ წამოგცდეს !!
-როდის იყო შენი საიდუმლო გამითქვამს?? ახლა კი მითხარი სად იყავი..
-სემმა დამირეკა და..
სახე შეუწუხდა..
-ღმერთო, სემი, სემი !! არ მომწონს ეგ გოგო.. რამდენჯერ ქონია პრობლემები მამაშენთანაც..
-ააუუ, ლუსი.. თავიდან არ დაიწყოო.. მამაჩემი ყველანაირად ცდილობს ჩემი და სემის დაშორებას.. ამაში კიდე მის სამსახურს იყენებს.. პოლიციელია და ყველაფერს აბრალებს.. კარგი რაა..
-ჯეს, ხომ იცი, შენთვის საუკეთესო გვინდა.. არ მოგვწონს ეგ გოგო.. ზედმეტად თამამია.. შარში გაგხვევს..
აღარ მიპასუხია, წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი..
-მოიცადე ქალბატონო, არ გითქვამს ვინ გააკეთა ეგ და ღმერთო..
სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ და გრძელი მაისური წამომიწია..
-ჯესიკა, სულ გაგიჟდიიი??
როცა ჯესიკას მეძახის, საშინლად გაბრაზებულია..
ისევ გაკვირვებულმა დავიხედე ფეხებზე.. ღმერთო, აქაც სიწითლეები.. ალბათ მოჭერისგან დამრჩა..საღამომდე ოთახში ვიყავი.. გავიგე როგორ მოვიდა მამა.. ლუსის ვახშმის ამოტანა ოთახში ვთხოვე, ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა.. ოთახში ვივახშმე, ინტერნეტში დავძვრებოდი.. ყველანაირად ვცდილობდი ფიქრები გამეფანტა გონებიდან.. რატომ ვფანტავდი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უსიამოვნო იყო ჩემთვის.. რატომ? იმიტომ, რომ ზეინის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი.. მართალია, ბოლოს ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ეს ზედმეტიც საოცრად სასიამოვნო იყო.. იცოდა, როგორ უნდა მოპყრობოდა გოგოს.. იცოდა, როგორ უნდა გაეგიჟებინა.. ხოდა მეც გავგიჟდი.. ჰო, ვაღიარებ.. მისმა შეხებამ ამ სამყაროს მომწყვიტა.. ყველაფერი დამავიწყდა, უბრალოდ მინდოდა მეკოცნა.. მინდოდა მივწეპებოდი.. ფიქრებიდან ტელეფონის ვიბრაციამ გამომიყვანა..
სემი იყო..
-ჰო, სემ..
-ჯეს, დღესაც ხო წამოხვალ??
თვალები გამიფართოვდა..
-არააა.. შანსი არააა.. არაა !!
საოცრად ავნერვიულდი იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა გუშინდელი განმეორებულიყო..
-ჰეი, დამშვიდდი.. რა მოხდა?
-ზეინს არაფერი უთქვამს??
გაკვირვებულმა ვკითხე.. რატომღაც მეგონა ჩემი საქციელის გამო დამცინებდა..
-არაა.. რო გახვედით მე და ტედიც წავედით.. არ მითხრა როოომ..
ხმაში სიხარული დავატყვე.. ვერ მივხვდი რამ გაახარა..
-არა.. თითქმის.. უარი ვუთხარი..
ტელეფონში ხარხარის ხმა გაისმა..
-შენ დებილი რო იყავი ვიცოდი, მაგრამ ამ დონიის?? იცი ეგ ვინაა?? მასთან სექსზე კლუბის ყველა გოგო ოცნებობს !! არამარტო ჩვენი კლუბის.. გოგოები გიჟდებიან მასზე..
ამ სიტყვებმა ჟრუანტელივით დამიარა სხეულში..
-მერე მე რა?
შევეცადე მშვიდად მეთქვა..
-მერე ის, რო უდიდეს სიამოვნებაზე თქვი უარი !! შტერი ხარ რა..
ისევ გაეცინა..
მე მშვიდად ვუსმენდი და ვცდილობდი ჩემი აღელვება დამეფარა..
გამახსენდა გუშინდელი გრძნობები, კიდევ ერთხელ დამეხვა თავბრუ.. კიდევ ერთხელ აჩქარდა გული.. კიდევ ერთხელ გამიმეჩხერდა სუნთქვა.. მესმოდა, რომ სემი რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არ ვუსმენდი.. ვერ ვუსმენდი.. ჩემი გონება ახლა ზეინთან იყო.. ბიჭთან, რომელმაც რამდენიმე წამში შემშალა, გამაგიჟა !!
-ჰეი, მისმენ?
გამომაფხიზლა სემმა..
-კი, კი.. სემ წავედი, მამაჩემს უნდა შევურიგდე..
-მერამდენედ ურიგდები -სიცილით მითხრა- მიდი მიდი.. ანუ არ დაგელოდო ხო??
-არა, არანაირად..
-მშიშარა..
სიცილით მითხრა და ყურმილი დაკიდა.. წამოვდექი, ტანსაცმელი შევისწორე, ლანგარი და თეფშიც გავიყოლე და ქვემოთ ჩავედი.. მამა, როგორც ყოველთვის, ბუხართან იჯდა მის საყვარელ სკამზე და სიგარას ეწეოდა.. თან დღევანდელ გაზეთს ათვალიერებდა..
ასეთ დროს ყოველთვის მეშინოდა მასთან მისვლა, საოცრად მკაცრი შესახედაობა ჰქონდა.. მაგრამ მასთან გაბრაზება არ მაწყობდა.. შეიძლება თავიდან ჩემს ნებაზე მიმიშვებდა, მაგრამ მერე უფრო გამკაცრდებოდა, ლეპტოპსაც და ტელეფონსაც ჩამომართმევდა და ოთახში გამომკეტავდა..
ღმერთო, ბოლოს ასე სერიოზულად 2 წლის წინ ვიჩხუბეთ.. მახსოვს, დედის დაბადების დღე იყო.. მამა არ გამიფრთხილებია ისე წავედი მასთან, ტელეფონიც დამიჯდა და ვერაფრით დამიკავშირდა.. როცა დავბრუნდი სახლთან რამდენიმე პოლიციის მანქანა დამხვდა..
ძალიან მშიშარაა.. ეშინია, რომ დედასავით მეც დამკარგავს.. ყველანაირად მიფრთხილდება, ზედმეტადაც კი.. დედა მისი მძიმე სამუშაოს გამო დაშორდა და ჰგონია, რომ მეც მივატოვებ.. ვერ ხვდება, რომ მიყვარს, მაგრამ მისი იდოტური საქციელებით ამ სიყვარულს ჩემში კლავს.. ზედმეტად მიფრთხილდება !!
-მა..
ჩუმად წარმოვთქვი, ლანგარი იქვე დავდე, მაგიდაზე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ..
-ლანგარი სამზარეულოში გაიტანე..
მბრძანებლური კილოთი მითხრა, ისე, რომ არც შემოუხედავს..
არ შევწინააღმდეგებივარ, ლანგარი სამზარეულოში დავტოვე და ისევ სასტუმრო ოთახს დავუბრუნდი..
-მამიკო..
ახლა უფრო თამამად მივედი მასთან და სკამთან ჩავიმუხლე..
-მამიიი..
პატარა ბავშვივით წარმოვთქვი და ხელი ნერვიულობისგან დაჭმუჭნულ კანზე მოვუსვი.. ყოველთვის თბილი იყო, ყოველთვის !! თოვლში, როცა ვთამაშობდით და ხელები მეყინებოდა, მასთან მივრბოდი და თბილი კანით ვთბებოდი.. რაც არ უნდა მეზიზღები და ვერ გიტან ვუთხრა, მაინც უზომოდ მიყვარს..
-მა..
კიდევ ერთხელ ვუთხარი, ვიცოდი, რომ ვერ გაუძლებდა და შემომხედავდა.. არც შევმცდარვარ..
შემომხედა.. დაღლილი თვალები ჰქონდა, თითქოს სინანულიც შევნიშნე..
-დღეს რთული დღე გქონდა?
მზრუნველად ვკითხე და ხელი ისევ სახეზე მოვუსვი..
თავი დამიქნია და ხელზე მაკოცა.. გამეღიმა..
-შევრიგდით?..
ღიმილით ვკითხე.. გაზეთი გადადო, ანუ კი..
-ჩემო გოგო.. გთხოვ, გამიგე.. არ მინდა რამე სისულელე გააკეთო.. არ წახვიდე წვეულებაზე, გთხოვ..
მშვიდად, თბილად მითხრა.. მეც ღიმილით დავუქნიე თავი..
-რამდენი ხანია არ მოგფერებივარ..
ღიმილით მითხრა და ხელი მუხლებზე დაირტყა, გამეცინა, მის კალთებში მოვთავსდდი..
მივეხუტე..
-მიყვარხარ მა..
-მეც ჩემო სიხარულო..
მომნატრებია ჩემი მამიკო..
________________________________________________________________________
*ზეინი:
სასმელისგან გათიშული ვეგდე ლოგინზე.. როგორც ყოველთვის არაფერზე არ ვფიქრობდი და გონებაში ათქვეფილ ფერებს ღიმილით ვუყურებდი..
-კიდე სძინავს..
ბუნდოვნად მომესმა ხმა.. რამდენიმე წამში ცივი სითხე ვიგრძენი მთელს სხეულზე.. კაიფიდან ნახევრად გამოსული ვიყავი ამიტომ გამოფხიზლება არ გამჭირვებია..
-ფუ შენი დედაც ჯოშ !!
შევუბღვირე ძმას..
-დედაჩემი დედაშენიცაა და ადექი, ღამის თერთმეტი საათია უკვე..
სიცილით მითხრა, აშკარად კარგ ხასიათზე იყო..
-თერთმეტი? უჰ, წასასვლელი ვარ..
ავდექი და ჩაცმას შევუდექი..
-დღესაც უნდა გაილეწოო?? გუშინ მე მოგათრიე..
ისევ სიცილით მითხრა..
-ჰო? არ მახსოვს..
-რა გემახსოვრება.. ადამის კლუბში მიდიხარ??
-აჰამ..
თავი დავუქნიე და შავი შარვალი ამოვიცვი..
-მე დედასთან წავალ.. 2 კვირაზე მეტია არ მინახავს, თან საჭმლის გაკეთებასაც ვთხოვ..
მითხრა და როგორც ჩვევიია ხელი დამიქნია, გავიდა..
მეც მალევე გავედი, მოტოციკლი კლუბთან ახლოს გავაჩერე.. შესვლისთანავე დავინახე ტედი, რომელიც შეყვარებულთან ერთად მაგიდაზე იდგა და ცეკვავდა.. გამეცინა, მათკენ წავედი..
-ოჰ, მგონი ზეინი დაგვიბრუნდა !! ზედიზედ მეორედ მოდის აქ..
სიცილით თქვა ჯეკმა და ხელი გადამხვია..
მეც გავუცინე, არყის ბოთლი გამოვგლიჯე და მოვიყუდე.. თვალებით იქაურობა შევათვალიერე..
-ჰეი, სემ !
სემმა გამომხედა..
-შენი დაქალი მემალება??
სიცილით ვკითხე, სემსაც გაეცინა და თავი დამიქნია..
-მოიცა, რა ერქვა?? ჯესიკა ხო??
თავი გავიშტერე, ჩემს გაწვალებას ასე ადვილად არ შევარჩენდი.. ყველას დასაცინი უნდა გამეხადა !!
-აჰა, ჯესიკა ელიზაბეტ ლოურენი..
სიცილით მომეშველა სემი და მაგიდიდან ჩამოხტა..
-ჯესიკა ელიზაბეტ ლო.. მოიცა, რა გვარი თქვი??
ლოურენი.. ლოურენი.. ღმერთო, შეუძლებელია !!
-ლოურენი..
ღიმილით მიპასუხა..
-მის ოჯახზე რამე იცი??
სწრაფად ვკითხე..
-კი.. დედ-მამა გაყრილია.. მამა პოლიციელი..
ის მოყოლას განაგრძობდა, მაგრამ აღარ ვუსმენდი..
-სად ცხოვრობს??
საუბარი გავაწყვეტინე..
მისამართის მოსმენაზე ყველა ძვალი ერთიანად გამეყინა.. არაფერი მიტქვამს ისე დავტოვე კლუბი, მოტოციკლი სწრაფად დავქოქე და ზუსტად ხუთ წუთში, ჯესიკას სახლის წინ ვიდექი..*გადავინაცვლოთ 6 წლით უკან:
-ზეინ !!
ოთახში ვიყავი, როცა დედის ხმა გავიგე..
-ჰო დედა !!
ოთახიდანვე დავუძახე, გასვლა შემეზარა..
-უკვე მეხუთედ გეძახი.. მზადაა ვახშამი..
-აუ, არ მშია დე !!
აღარ უპასუხია, მაგრამ რამდენიმე წამში ჩემი ოთახის კართან გაჩნდა..
-შენი ძმა და მამაშენი სადღაც აორთქლდნენ, მარტო უნდა ვივახშმო.. არ გეცოდები?
მისებურად შემომხედა, იცოდა ასეთ მზერაზე უარს ვერ ვეუბნებოდი.. მეც წიგნი ლოგინზე დავდე და წამოვდექი.. მასთან მივედი და ხელი გადავხვიე, კიბეებისკენ წავედით..
-რას კითხულობდი?
ღიმილით მკითხა..
-ლავკრაფტიზს „ჰიპნოზს“.. მამამ მირჩია..
-ოჰ, მამაშენმა ბოლოს როდის წაიკითხა ახსოვს საერთოდ?..
მოწყენილი ღიმილით ამომხედა.. მართალია 16 წლის ვხდებოდი, მაგრამ მაინც დედაზე მაღალი ვიყავი..
-ნამდვილად კარგი წიგნია..
შუბლზე ვაკოცე და ხელი გავუშვი, მაგიდას მივუჯექი..
დედამ თეფში მომაწოდა, რომელზეც ქათმის ხორცი იდო სალათის ფურცელთან ერთად.. ისიც მოუჯდა მაგიდას, ჩუმად მივირთმევდით.. სიჩუმე მე დავარღვიე..
-ჯოში მამას გაყჰვა?..
-ჰო, ერთად წავიდნენ..
მამის და ჯოშის ხსენებაზე ანერვიულდა, მივხვდი, რომ რაღაც ცუდად იყო..
-სად წავიდნენ?
არ მინდოდა ჩაცივება, მაგრამ ევრ ვიტანდი დედის ცუდად ყოფნას.. ვიცოდი, თვითონ არაფერს მეტყოდა, ამიტომ ჩემით უნდა მიმეყვანა პასუხამდე..
-არ ვიცი..
ისე მიპასუხა, არ შემოუხედავს..
-დედა !
ჩანგალი მაგიდაზე დავდე და თითები ერთმანეთში ავხლართე..
-ზეინ.. გთხოვ, ვახშამი დაასრულე..
-მამა თავისას არ იშლის არა? ისევ იქ წავიდნენ?
ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე..
-ზეინ, გთხოვ..
-ჯანდაბა !!
მუშტი მაგიდაზე დავარტყი და წამოვვარდი.. საკიდიდან ქურთუკი ჩამოვხსენი, კარებისკენ წავედი.. ტელეფონის ზარმა შემაჩერა, დედამ უპასუხა..
-მამაა?
ოთახში დავბრუნდი.. დავინახე, როგორ აკანკალდა დედა, როგორ გავარდა ტელეფონი და როგორ ჩაიკეცა..
-მა.. გეფიცები არ შევარჩენ !! ჩემი ხელით მოვკლავ !! მის სისხლს შენი საფლავის ქვაზე დავანთხევ !! გპირდები მა, გეფიცები !!
ტირილით დავარტყი მუშტი ქვას..
-ზეინ.. აღარ მოდიხარ?..
ჯოშის ხელი ვიგრძენი მხარზე..
-ნუ მეხები !! როგორ ვერ მიაქციე ყურადღება, როგორ დატოვე მარტო???
მთელი ხმით დავუღრიალე და წამოვდექი..
-რატომ გაყევი?? მარტო არ წავიდოდა !!
-ზეინ, მეც არანაკლებად ვარ ცუდად !! გეყოს !!
მის თვალებში ცრემლების დანახვამ მიმახვედრა, რომ არასწორად ვიქცეოდი..
-მაპატიე..
ქვითინით მოვეხვიე..
მანაც მომხვია ხელები და მუშტი რამდენჯერმე დამარტყა ზურგზე..
-დედა სადაა?
-ბებიამ წაიყვანა.. საშინლადაა..
-მოვკლავ ჯოშ !! არ ვაცოცხლებ მამის მკვლელს !!
თავი დამიქნია..
-შენ მხოლოდ სახელი და გვარი მითხარი, სიცოცხლეს მოვუსპობ !! გავანადგურებ !!
-ბილი ლოურენი..
აღარაფერი მითქვამს, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.. ვიცოდი, დედა უსაფრთხოდ იყო.. ხოდა მეც აღარაფერი მადარდებდა, მამის მკვლელის ძებნა დავიწყე..
სწავლასაც შევეშვი, სახლშიც იშვიათად მივდიოდი.. ვიქცეოდი და ვცხოვრობდი ისე, როგორც მამა.. ჯოშიც მეხმარებოდა და დედასთან ხელს მაფარებდა.. არ მინდოდა ენერვიულა..
რამდენიმე კვირაში ბილი ლოურენზე ყველაფერი ვიცოდი..
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, ვიცოდი რომელზე გადიოდა სახლიდან, რომელზე ბრუნდებოდა.. და აი, დადგა ის დღეც, როცა მამის დანაპირები უნდა შემესრულებინა.. სამსახურის მანქანით ბრუნდებოდა შინ, ამიტომ ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, თუ სამუხრუჭე მავთულებს გადავჭრიდი.. მანქანა მზად იყო კაცის მოსაკლავად.. უკან უნდა გავყოლოდი და მენახა როგორ აფეთქდებოდა ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრების სიხარული, მამა მომიკლა.. მომიკლა ადამიანი, რომელმაც შემაყვარა სამყარო, სიცოცხლე და საერთოდ ყველაფერი !!

*დავბრუნდეთ ჩვენს დროში:
ჯესიკა:
საწოლზე ვიწექი და ისევ ზეინზე ვფიქრობდი.. ღმერთო, ვერაფრით ამოვიგდე მასზე ფიქრი თავიდან..
შუქი ჩამქრალი მქონდა, სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი.. მხოლოდ ძველი ხის ტოტები ჩანდა ფანჯარაში, რომელზეც შემორჩენილ თითოოროლა ფოთოლს ქარი არხევდა..
უცნაური ხმა მომესმა გარედან.. ოდნავ წამოვიწიე და ფანჯარასთან მივედი.. ალბათ ტოტები მოეჯახნენ ფანჯრის მინას..
ისევ ლოგინში დავბრუნდი, ამჯერად საბანში შევწექი.. mp3 პლეიერი ავიღე და სიმღერები ჩავრთე.. მხარ-თეძოზე მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.. ყველანაირად ვცდილობდი ზეინის თავიდან ამოგდებას.. გამომივიდა კიდეც, მაგრამ რამდენიმე წამში უსაზღვროთ დიდი სითბო ვიგრძენი.. გავარვარებული სხეული მომეხუტა..
შეშინებულმა წამოვწიე თავი, ყურსასმენები ყურიდან გამოვიძვრე და უკან შევიხედე.. მთელი სხეული ამითრთოლდა, როცა მანათობელი ყავისფერი თვალები და გამაბრუებელი ღიმილი დავინახე..
-შენ.. შენ?..
ენა დამება..
-კლუბში გელოდებოდი, მშვენიერო..https://www.youtube.com/watch?v=luM6oeCM7Yw
მისმა დანახვამ ერთგვარი შოკი გამოიწვია ჩემში.. ადამიანი, რომელთანაც ერთი დღის წინ თითქმის შიშველი ვიყავი და ვნებიანად ვკოცნიდი, ვისაც უარი ვუთხარი სექსზე ჩემს საწოლში იყო შუაღამეს..
-აქ რას აკეთებ?..
შევეცადე მშვიდად მეკითხა..
-ხომ გითხარი, კლუბში გელოდებოდი და რომ არ მოხვედი, აქ მოგაკითხე..
ღიმილით მითხრა და საწოლზე დამაწვინა..
-ზეინ.. მე..
ავნერვიულდი, არ მინდოდა იგივე განმეორებულიყო.. მითუმეტეს ჩემს სახლში..
-დამშვიდდი..
ცერა თითი ტუჩზე გადამისვა და გამაჩუმა..
-ბოდიში გუშინდელისთვის.. უბრალოდ ისეთი კარგი ხარ.. ისეთი გემრიელი.. ვერ შევიკავე თავი.. ბოდიში..
მშვიდად მელაპარაკებოდა, არანაირი აღელვება, აჩქარებული სუნთქვა.. ცოტათი დავმშვიდდი..
-გპირდები, აღარ განმეორდება.. ან თუ ისევ ვერ შევიკავებ თავს, როგორც კი მეტყვი, გავჩერდები..
გამიკვირდა.. მისგან ასეთ საქციელს არ ველოდი.. არანაირად არ ველოდი..
-რატომ აკეთებ ამას?..
ჩემმა სიმამაცემ მე თვითონ გამაკვირვა.. არ მეგონა თუ ასე მარტივად შევძლებდი ამ კითხვის დასმას..
გაეღიმა, თითი ტუჩიდან მომაშორა და მის ტუჩთან მიიტანა..
-მომწონხარ.. მშვენიერო..
ღიმილით მიპასუხა და თითს აკოცა.. მისმა პასუხმა მეც გამაღიმა..
-მხოლოდ ჩახუტება..
მთხოვა და მკლავები გაშალა.. ისევ მეშინოდა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩახუტებას იკმარებდა..
-ნუ.. ერთი-ორი კოცნაც..
ღიმილით დაამატა და ხელები უფრო გაშალა.. უარი აღარ მითქვამს, მივიწიე და მის მკლავებში მოვექეცი.. მასთან მიახლოებისთანავე მომხვია ხელები.. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩამკეტა.. განძრევის საშუალება არ მოუცია..
*გადავინაცვლოთ 6 წლით უკან:
-ჯანდაბა ჯოშ, ჯანდაბა !!
მთელს ხმაზე ვღრიალებდი..
-ზეინ, გთხოვ..
ჩემს დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა..
-ღმერთო, უდანაშაულო ადმიანი !! ღმერთო !!
ჩემსას არ ვიშლიდი.. ოთახში ბოლთას ვცემდი და კედელს მუშტს ვურტყამდი..
-ზეინ.. ახლა აღარაფერი ეშველება.. გთხოვ..
ჯოშის ასეთი საუბარი ნერვებს მიშლიდა.. დედას ჰგავდა, ისიც ასეთი მშვიდი და აუღელვებელი იყო.. ხანდახან ეს თვისება მომწონდა, მაგრამ ამ სიტუაციას საერთოდ არ შეესაბამებოდა !! ახლა ჩემთან ერთად უნდა ეფიქრა გამოსავალზე, არ უნდა დავემშვიდებინე !! ჩემზე უფროსი იყო და ჩემზე მეტად უნდა სდომებოდა მამის გამო სამაგიეროს გადახდა !!
-ჩაფლავდა, ყველაფერი ჩაფლავდა ჯოშ.. უდანაშაულო ადამიანი მოვკალი !!
ამბობენ ყველაფერი ბედიაო.. ამ საშინელმა ფაქტმა, ამაში დამარწმუნა.. რა მოხდა? ყველაფერი იდიალურად მიდიოდა.. მამაჩემის მკვლელი მანქანაში ჩაჯდა და ის იყო დაქოქავდა, მაგრამ დაუძახეს.. რამდენიმე წუთით დაბრუნდა შენობაში, ახალგაზრდა ბიჭთან ერთად გამოვიდა, რომელსაც მისი ავტომობილის გასაღები ეკავა.. სიტყვები არ მესმოდა მაგრამ მოძრაობებით გავარჩიე, რომ საჭესთან დაჯდომას სთხოვდა.. ბილმაც უარი არ უთხრა და ბიჭი სიხარულით დაჯდა საჭესთან.. ისე მინდოდა გადავსულიყავი და მეთქვა, რომ არ დამჯდარიყო, მაგრამ.. დიახ, შურისძიების სურვილმა ყველა სხვა გრძნობა დათრგუნა.. მეგონა, რომ ბილიც ჩაჯდებოდა და მასთან ერთად აფეთქდებოდა, მაგრამ ისევ დაუძახეს.. ბილი შენობაში დაბრუნდა, ბიჭი კი იმდენად სწრაფად დაჯდა საჭესთან, რომ გააზრება ვერ მოვასწარი.. ძრავა აამუშავა და..
-არა ჯოშ, არ დავნებდები !! ამჯერად ჩემი ხელით მოვკლავ..
-ზეინ..
-ჩემი შეჩერება არც გაბედო !! დაველოდები.. ან სამსახურთან, ან სახლთან.. ხო, მასე მოვიქცევი და მამაჩვენის საფლავზე ჩავაძაღლებ !!
*დავბრუნდეთ ჩვენს დროში:
ჯესიკა:
ზეინის მკლავებში ვიყავი მოქცეული, ნაზად მკოცნიდა ტუჩებზე.. ეს კოცნა განსხვავდებოდა იმ სხვა კოცნებისგან.. თითქოს უფრო თბილი იყო.. რათქმაუნდა მეც ვკოცნიდი.. უბრალოდ შეუძლებელი იყო უარი გეთქვა ამხელა სიამოვნებაზე.. დიდხნიანი კოცნა ისევ მე გავწყვიტე..
-რამე ხება?..
მშვიდად მკითხა.. თავი გავაქანე..
-მინდა ჩაგეხუტო..
სახეზე ღიმილმა გადაურბინა..
-მოდი..
პატარა ბავშვივით მივეკარი.. თავი გულთან აღმოჩნდა, თვალდახუჭული ვუსმენდი გულისცემას.. არ დავიწყებ იმ საოცარი შეგრძნებების აღწერას, რაც არ უნდა ვეცადო, ზუსტად მაინც ვერ გადმოგცემთ იმას, რასაც იმ წუთას განვიცდიდი..
-რა პატარა ხარ..
ჩუმად თქვა.. იმდენად ჩუმად, რომ ძვლივს გავიგე..
ავხედე და გავუღიმე, მანაც ღიმილით მიპასუხა და პატარა კოცნა დატოვა ჩემს შუბლზე..
-ხომ არ გეწყინება პაწუკა რომ დაგიძახო?..
გამეღიმა და თავი გავაქანე..
-ძალიან კარგი, პაწუკ..
ცხვირზე ორი თითით მიჩქმიტა და ისევ მაკოცა შუბლზე..
ფანჯარას გავხედე, თავი ისევ მის მკერდზე მედო.. ჩემდაუნებურად დავამთქნარე, როცა მთვარეს შევხედე..
-გეძინება პაწუკ?..
-ცოტა..
არ მოვატყუე..
-დაიძინე..
ხელი იდაყვიდან მხარამდე ამისრიალა, მერე საბანი კარგად დამაფარა და უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები..
-ტკბილი ძილი..
წამოვიწიე და ვაკოცე..
-შენც ასევე, მშვენიერო..
ღიმილით მიპასუხა და ისევ მის დიდ მკლავებში მომიქცია..დილით რომ გავიღვიძე, მარტო ვიყავი.. საათს გავხედე, თერთმეტი სრულდებოდა.. თავი ბალიშიდან წამოვწიე თუ არა, ტელეფონის ზუზუნის ხმა მომესმა.. ტექსტისთვის არც შემიხედავს, უცხო ნომრის დანახვაზე გამეღიმა.. მივხვდი ვინც იყო..
„Good morning, babe..xx”
“Good morning..^^ I’ve just opened my eyes.. xx”
“I know..xx”
“Really?..”
-ჰო..
უცებ აივნის კარზე ჩამოკიდებული ფარდა გადაიწია და ჩემს ოთახში შავგრემანი ბიჭი შემოვიდა..
გამეღიმა..
-გარეთ რა გინდოდა?..
-ვიღაც პუსკუნა ქალი შემოვიდა, ჯერ ლოგინის ქვეშ დავიმალე, მერე გარეთ გავიპარე..
სიცილით მითხრა და მომიწვა..
-ციოდა გარეთ..
დაღვრემილი სახით შემომხედა, გამეღიმა და ხელები გავშალე..
-ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა..
გაიცინა და ჩამეხუტა.. მეც მოვხვიე ხელები..
-დღეს სემის წვეულებას ხო იქნები??
ღმერთო, როგორ არ მინდოდა ეს კითხვა დაესვა..
-ვერა..
ჩუმად ვუპასიხე..
-რატო?
გაკვირვებული სახით ჩამომხედა..
-ამ.. ისა..
-არ გიშვებენ?
მოულოდნელად მკითხა, დაუფიქრებლად დავუქნიე თავი.. ჩაეღიმა..
-სრულწლოვანი ხომ ხარ? ხოდა ნუ უსმენ მშობლებს..
ამ წინანადებაზე დამაჟრალა.. პირველი: სრულწლოვანი არ ვიყავი, ჩვიდმეტი წლის ვხდებოდი და მეორე- მშობლებს..


Комментарии

Зарегистрируйтесь или войдите, чтобы добавить комментарий

Новые заметки пользователя

IRINKAJOBAVA — Это просто Вьюи блог

69

ნაცნობი სახეები დავინახე და მათკენ წავედი, მაგრამ ზეინმა არ გამიშბა.. გაკვირვებული სახით გავხედე.. -ჯერ მე გამომყევი.. ღიმილით მითხრა, ...

54

*ზეინი: კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი.. ტედის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვა...

58

http://data1.whicdn.com/images/67694127/large.gif

55

http://31.media.tumblr.com/81b75de51cd15eea016ab9a3fd178655/tumblr_mxdgjh4QKE1s2ad26o1_250.gif

55

*ზეინი: ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა !! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ ზეინ.. თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე.. წყენაც შეეპერა ღიმი...

63

*ზეინი: სულელი გოგო !! სწრაფად ამოვიცვი შარვალი, ბავშვებთან მივედი და ერთ-ერთ გოგოს სწრაფად დავავლე ხელი.. -ზეინ? -გამომყევი !! ვუბრ...