*ზეინი:
გამაყრუებელმა მელოდიამ გამომაფხიზლა.. თვალები გახელილი მქონდა, თავიდან გავიკვირვე, ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერე გონებაში ყველაფერი დალაგდა.. წამოვიმართე და იქაურობას მოვავლე თვალი.. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე.. კმაყოფილი ღიმილით დავხედე ხელს.. წამოვდექი.. ფხვნილი კარგად გავახვიე პაკეტში და ჯიბეში შევინახე.. შპრიცი უნიტაზში ჩავრეცხე.. ონკანთან მივედი, წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი.. ჯერ კიდევ არ ვიყავი კარგად გამოფხიზლებული, ამიტომ წყალი დამეხმარა..
დაახლოებით ხუთი წუთი გავჩერდი საპირფარეშოში და როცა მივხვდი, რომ კაიფიდან გამოვედი იქეთ გავედი.. ვერ ვიტანდი, როცა მუსიკა ასე ხმამაღლა იყო ჩართული.. ამიტომ, გოგონების დათრობის შემდეგ, პირდაპირ მივდიოდი კლუბიდან.. იქ მყოფები შევათვალიერე.. ბართან მივედი და სასმელი შევუკვეთე..ბარმენი შეშინებული მიყურებდა, თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ადამთან შესვლამდე ვცემე.. გავუღიმე და ჭიქა გამოვართვი.. შევბრუნდი, მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი, არაფერი საინტერესო.. როგორც ყოველთვის.. ჭიქა გამოვცალე და გასასვლელისკენ წავედი.. უცებ, მკლავში ვიღაც მწვდა და მომაბრუნა..
-ზეინ, ძველ ნაცნობებს ვეღარ ცნობ..
-ჯეეეკ !!
გამეცინა და გადავეხვიე..
-რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ..
-ჰო, ჩემს ძმასთან ვარ ხოლმე.. ხოიცი, აქაური სიმღერები მაღიზიანებს..
-გოგონები?
-აჰ, ეგ არ მაკლია…
გავუცინე და მხარზე დავარტყი ხელი..
-მიდიოდი?..
მკითხა ძველებური, მეგობრული ტონით..
-ჰო, წასვლას ვაპირებდი.. მაქსი და ტედი აქ არიან?..
-კი, იქეთ არიან.. ტედი ახალ თოჯინასთან ერთად..
-ჰოო?.. კარგი გოგოა?..
-კი, რას ვერჩი.. ისიც ერთობა და ესეც..
ორივეს გაგვეცინა..
-წამო ბიჭებთან..
ჯეკს უარი ვერ ვუთხარი, მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ.. გავყევი..
-ოჰ, თვალებს ვერ ვუჯერებ, ზეინ მალიკი !!
თქვა ტედმა და ჩემსკენ წამოვიდა.. გავუცინე, მასაც გადავეხვიე..
-როგორ მოხდა, როგორ გვიკადრე?..
-წამალი შემომაკლდა..
არ მოვატყუე და მის უკან მდგომ გოგონებს გავხედე..
-შენი რომელია?..
-ქერა..
წარბები აათამაშა და გაიწია..
-სემ, გაიცანი, ჩვენი ძველი მეგობარი, ზეინი..
-სასიამოვნოა..
გამიღიმა.. თავი დავუქნიე, რითაც ვანიშნე- ჩემთვისაცთქო.. არ მიყვარს ძველებური ხელზე ამბორი და ასე შემდეგ..
________________________________________________________________________
*ჯესი:
-ვინ არის?..
ყურში მკითხა სემმა..
-მე რავიცი.. შენს შეყვარებულთან დგას..
ვუპასუხე და ბიჭს გავხედე…
-სემ, გაიცანი, ჩვენი ძველი მეგობარი, ზეინი..
ტედმა ბიჭი ჩვენთან მოიყვანა..
-ეს მისი მეგობარია, ჯესიკა..
-სასიამოვნოა..
მეც სემს მივბაძე და გავუღიმე..
თავი დამიქნია..
-მაქსი?..
არც თუ ისე ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმით იკითხა..
-ცეკვავს..
უპასუხა იმ ამაზრზენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სემის დახმარებით მოვიშორე..
-წამო ჩვენც ვიცეკვოთ..
უთხრა ტედმა სემს და გაიყვანა.. ეს სიტუაცია ნამდვილად ვერ გავითვალისწინე.. მარტო დავრჩი ორ ბიჭთან, რომელთაგან ერთი მეზიზღებოდა, მეორე კი დაჟინებით მიყურებდა..
გამიკვირდა, როცა მისი ასეთი მზერა დავინახე.. დამაჟრიალა კიდეც.. ახლოს მოვიდა..
-ჯესი არა?..
თავი დავუქნიე..
-ასაკი?..
-თვრამეტის ვარ..
მოვატყუე.. ამათვალ-ჩამათვალიერა.. გაეღიმა..
-ცოტა დიდი მეგონე..
გაკვირვებისგან წარბები შევჭმუხნე..
-მართლა, მართლა..
გამიცინა..
-ვიცეკვოთ?..
წინა ცეკვა გამახსენდა, საშინლად არ მინდოდა საცეკვაოდ გასვლა..
-ამ, იცი..
-არაუშავს, მეც ვერ ვცეკვავ..
გამიღიმა, ხელი წელზე მომხვია და საცეკვაოდ გამიყვანა.. შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე..
https://www.youtube.com/watch?v=a-8QRzJmzjU&list=FLYoQ1Sd5hPCUtItKo091hiw&index=1
წინა შეცდომა გავითვალისწინე და ზეინთან წინასწარვე დავიჭირე დისტანცია.. გაეღიმა, თავიდან არ მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე ხელი მომხვია და მიმიკრა.. იმდენად ძლიერი მკლავები ჰქონდა, თავის დახსნა ვერ მოვახერხე.. ჩვენი მოძრაობა ჩახუტებასა და მოფერებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცეკვას.. ზეინი ნაზად მისმევდა წელზე ხელს.. დავიძაბე, ფეხები გამეჩაჩხა.. რეაქცია რთული შესამჩნევი არ ყოფილა, ზეინსაც არ გამოჰპარვია და ყურში მითხრა:
-დავლიოთ..
მე თავი დავუქნიე, ყურზე მაკოცა და ბართან მიმიყვანა.. მისთვის არაყი, ჩემთვის კი კოქტეილი შეუკვეთა.. ჭიქა ღიმილით მომაწოდა, გამოვართვი და დავყნოსე.. ისეთი მძაფრი სუნი არ ასდიოდა როგორც წინას, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ალკოჰოლი.. შემეშინდა, არ მინდოდა დამტყობოდა ის, რომ პირველად ვიყავი კლუბში.. ზეინმა ჭიქა უცებ გამოცალა და მომაშტერდა..
-არ სვამ?..
-კი, კი.. რათქმაუნდა..
ვუპასუხე და სასმელი მოვიყუდე.. მეც უცებ გამოვცალე.. ზეინს გაეცინა..
-რაიყო, მოგსდევდა ვინმე?..
ღიმილით მითხრა..
დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა.. ხელი თამამად მომიტანა ტუჩის კიდესთან და ცერა თითი მომისვა..
-მომწონს შენი ტუჩები, მშვენიერო..
გამომწვევად გამიღიმა, გონება ამერია.. ავწითლდი..
ზეინმა ერთი ნაბიჯით ჩვენს შორის მყოფი დისტანცია გააქრო, წელზე ხელის მოხვევით კი მთელი სხეულით მიმიკრა.. ჩემზე მაღალი იყო.. გაკვირვებულმა ავხედე, მან გამიღიმა და სახე ნიკაპით დამიჭირა.. მეორე ხელი ისევ წელზე ჰქონდა მოხვეული.. თავი ოდნავ დახარა, ჩემს რეაქციას დააკვირდა, როცა დაინახა, რომ არაფერს ვაკეთებდი, თამამი მოძრაობა უფრო გაათამამა და რამდენიმე წამში თვალდახუჭული ვგრძნობდი მის ვნებიან ტუჩებს ჩემს ბაგეებზე.. გამიგია, კოცნისას მილიონობით პეპელას გრძნობ მუცელშიო, აღუწერელი შეგრძნებააო, მაგრამ ამ გრძნობამ მოლოდინს გადააჭარბა.. საოცარი შეგრძნება იყო, თითქოს რამდენიმე მეტრით მაღლა ავფრინდი.. მისმა ღვთაებრივმა ტუჩებმა ფრთები შემასხეს.. ჰო, ღვთაებრივმა.. საოცარი ტუჩები იყო, მის კოცნასაც არაამქვეყნიური გემო ჰქონდა.. არ ვიცი, შეიძლება ყველა კოცნა ასეთ შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ეს კოცნა მართლა დაუვიწყარი იყო..
ზეინი მიხვდა, რომ მისი კოცნა სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ წელზე მოხვეული ხელი საჯდომზე ჩამიცურა და მსუბუქად მომიჭირა, შევკრთი.. მან მეორე ხელიც საჯდომზე ჩამიცურა, მომიჭირა და მაგიდაზე შემომსვა, ფეხები გამაშლევინა და მათ შორის მოექცა.. ავტომატურად წავიღე ხელები თავისკენ და თმებში შევუცურე.. წარბები შეჭმუხნა, მივხვდი რომ ეს საქციელი არ მოეწონა.. არ მინდოდა კოცნა გაეწყვიტა, ამიტომ ხელები სწრაფად გადავანაცვლე კისერზე, ჩაეღიმა.. ამ ღიმილმა კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა მასაც და მის კოცნასაც.. გაბრუებული ვამოძრავებდი ბაგეებს.. მან ხელი მუხლიდან ბარძაყამდე აასრიალა, კაბის ქვეშაც შეძვრა.. აქ კი რაღაც უსიამოვნო ვიგრძენი, წარბები შევჭმუხნე და თავი გამოვწიე.. ხელი მის ხელს დავადე და კაბიდან გამოვაცურე.. ჩაიღიმა..
-მშვენიერო..
გამიღიმა და ხელი სახეზე მომისვა.. მეც გამეღიმა..
არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ ამ ბიჭმა რამდენიმე წამში შეძლო და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე..
ხელები ისევ ჩემს ბარძაყებზე ეწყო.. ღიმილით მიყურებდა, მეკი მის მუქ, დიდ, წაბლისფერ თვალებს შევისწავლიდი.. მისმა დიდ წამწამებმა გამაოცა..
-ზეინ..
ვერ შევამჩნიე ისე მოვიდა ჩვენთან ტედი..
-გასვლას ვაპირებთ, ძველებურად.. ხო წამოხვალ??
-თუ ეს მშვენიერი გოგოც წამოვა, აბა რას ვიზამ..
გამომხედა და ისევ ისე გამიღიმა.. არც დავფიქრებულვარ ისე დავუქნიე თავი..
ზეინი გაიწია და მაგიდიდან ჩამოსვლის საშუალება მომცა, ჩამოვხტი.. მან ხელი გადამხვია და მიმიხუტა, თავი მის მკერდთან მქონდა..
-ჯეს, ხო მოდიხარ??
მკითხა სემმა, მე თავი დავუქნიე.. მხიარულად გამიღიმა.. კლუბიდან გავედით, მეგონა ტაქსის დავიჭერდით, ან ტედის მანქანით წავიდოდით, მაგრამ ზეინმა ხელი მომკიდა და სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა..
-ჩვენს ადგილას??
დაუძახა ბიჭებს, მათაც თავი დაუქნიეს და მანქანებში ჩასხდნენ..
-შენ მე მომყვები..
ღიმილით მითხრა და სიბნელისკენ წამიყვანა.. სიბნელეს ცივი ქარიც ემატებოდა, დამაჟრჟოლა.. მანქანებს ვეღარ ვხედავდი, აშკარად სხვაგან მივყავდი..
რამდენიმე მეტრში სიბნელეში რაღაცამ გაიელვა.. უცხო მეტალი ერეკლავდა მთვარის შუქს.. თვალები გამიფართოვდა, როცა მოტოციკლი დავინახე.. ზეინმა ჩაფხუტი ღიმილით მომაწოდა..
-ხომ არ გეშინია?..
თავი გავაქანე, მიხვდა რომ ვატყუებდი, გამიღიმა და მოტოციკლს მოაჯდა.. მე მის უკან მოვთავსდი და ტყავის ქურთუკზე მაგრად შემოვხვიე ხელები..
-შევეცდები ნელა ვიარო..
თავი ჩემსკენ მოაბრუნა და გამიღიმა, არ შემიხედავს მის ზურგზე ვიყავი აკრული.. ვიგრძენი როგორ ჩაეცინა.. ძრავა აამუშავა და უცებ მოსწყდა ქვაფენილს.. საოცრად სწრაფად მიდიოდა.. რაც უფრო უმატებდა სიჩქარეს, მით უფრო მაგრად ვუჭერდი ხელს.. ვიგრძენი, როგორ დამადო ერთი ხელი ხელზე.. იმ წუთას მესიამოვნა და ვერ გავიაზრე, რომ ცალი ხელით ატარებდა მოტოციკლს, მაგრამ რამდენიმე წამში პანიკაში ჩავვარდი..
-ზეინ, გთხოვ.. მეშინია..
გაეღიმა..
-ეგ მინდოდა რომ გეთქვა, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ..
თავი ისევ ჩემსკენ შემოაბრუნა..
-გთხოვ, გზას უყურე..
ისევ ვთხოვე, ამჯერად მომისმინა.. სიჩქარესაც მოუკლო..
მთელი გზა მასზე ვიყავი მიეწეპებული, ხელები წამითაც არ მომიდუნებია, დრო და დრო ვგრძნობდი, როგორ ეღიმებოდა.. სიამოვნებდა, რომ მასზე ვიყავი დამოკიდებული, მოსწონდა, რომ მეშინოდა..
რამდენიმე წუთში მეტროსთან აღმოვჩნდით, ზეინმა მოტოციკლი გააჩერა და ცალი ფეხით დაეყრდნო მიწას.. მე ისევ მასზე ვიყავი მიკრული, გამომხედა და გამიღიმა.. მივხვდი, რომ მოშორების დრო იყო და ხელები გავუშვი, მაგრამ როგორც კი ეს გავაკეთე, ზეინმა ძრავა აამუშავა და მოტოციკლი გააქროლა.. ავკანკალდი, უცებ ვერ გავიაზრე რა უნდა გამეკეთებინა, საოცრად შემეშინდა, ვგრძნობდი როგორ იღიმოდა ის, სისხლი ამიდუღდა და სწრაფად მოვეხვიე.. ხელი ხელზე დამადო და მუცელს მომაშორებინა, მერე ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.. ამ ჟესტმა თითქოს დამამშვიდა.. დაახლოებით ხუთ წუთში მეტროს მეორე ჩასასვლელთან გავჩერდით.. ზეინმა იგივე გაიმეორა, მაგრამ მე მოშორებას არ ვაპირებდი..
-დამშვიდდი მშვენიერო, დანიშნულების ადგილას ვართ, აღარ წავალ..
ღიმილით მითხრა, მეც ხელები მოვაშორე და სწრაფად გადმოვედი მოტოციკლიდან.. ჩაფხუტის მოხსნა მინდოდა, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თითები მიკანკალებდა და გახსნა ვერ მოვახერხე.. მას გაეღიმა, მოტოციკლიდან გადმოვიდა და ჩემს წინ დადგა..
-მოდი, დაგეხმარო..
ღიმილით მიხსნა და შესაკრავი გახსნა, ჩაფხუტი ნელა მომაშორა თავიდან, ცალ ხელში დაიჭირა მეორეთი კი სახეზე მომეფერა..
-მშვენიერო..
ღიმილით მითხრა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.. თვალები ავტომატურად დამეხუჭა, მანაც არ დააყოვნა და ბაგეები ნაზად შემახო.. ტუჩები ერთმანეთს დავაშორე.. ჩემი ქვედა ტუჩი მის დიდ, რბილ ტუჩებში მოიქცია და ნაზად მაკოცა.. მერე ოდნავ ბასრი რაღაც ვიგრძენი ბაგეზე, მსუბუქად მიკბინა.. ჩაფხუტი გააგდო და ორივე ხელი შემომხვია, ისევ იგივე გააკეთა რაც კლუბში, ფეხები მასზე შემომახვევინა და კოცნით შემომაჯინა მოტოციკლზე, ჩემს ფეხებს შორის მოექცა.. ისევ ვერ მოვახერხე თავის გაკონტროლება და კისერზე ხელები მოვხვიე.. ვნებიანად მკოცნიდა, ცხვირიდან გამოსული გავარვარებული ჰაერი მთელს სახეზე მეცემოდა, მძიმედ სუნთქავდა.. გული ამიჩქარდა, ზეინმა ხელები საჯდომზე მომიჭირა და უფრო ახლოს მიმწია მასთან..
მანქანების და „პიპინის“ ხმა გავიგე.. თავი გავწიე.. მას თვალები ჯერკიდევ დახუჭული ჰქონდა, ისეთი კარგი იყო.. წამით ვიფიქრე ვაკოცებთქო, მაგრამ თავი შევიკავე.. თვალები ღიმილით გაახილა და ტუჩებზე მომაშტერდა..
ორი მანქანა მოგვიახლოვდა, ერთ-ერთს სახურავი გადახდილი ჰქონდა, სემი და ორი გოგო ფეხზე იდგნენ და ბოლო ხმაზე კიოდნენ, თან სვამდნენ.. ზეინს ხელი მსუბუქად ვკარი და მოტოციკლიდან ჩამოვხტი.. მანქანებისკენ წავედი, მაგრამ ძლიერმა მკლავმა შემაჩერა.. წელზე მომეხვია, უკნიდან ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.. დამაჟრიალა, მუცელში რაღაც აიხლართა.. საოცრად სასიამოვნო შეგრძნება იყო..
მანქანები მოტოციკლთან გააჩერეს, ტედი, სემი, ჯეკი და სხვა დანარჩენები გადმოვიდნენ.. უმეტესობას არ ვიცნობდი, ზეინი განძრევის საშუალებას არ მაძლევდა..
-ფარნები ხომ გაქვთ??
იკითხა ტედმა..
-ფარნები??
გავიკვირვე.. კისერში ღიმილი ვიგრძენი..
-პირველად ხარ მათთან ერთად?
მკითხა ზეინმა, ტყუილს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თავი დავუქნიე..
-არ მომშორდე..
ღიმილით მითხრა, ხელი ჩამჭიდა და ბიჭებისკენ წავიდა..
-ჩვენ არ გვაქვს..
უთხრა ტედს, მანაც ერთი ფარანი ესროლა, ზეინმა ცალი ხელით დაიჭირა.. მეტროში ჩავედით, ამ დროს ყველაფერი გათიშული იყო კამერების გარდა..
-მოიცათ, გამოვრთო..
თქვა ჯეკმა და ჩვენზე წინ წავიდა, ზეინმა მანიშნა გაჩერდიო, მეც დავემორჩილე..ჯეკი ხუთ წუთში დაბრუნდა..
-გამორთულია, წავედით..
ბავშვები ჯეკს გაჰყვნენ, მე ზეინს მივყვებოდი..
-რა გამორთო?..
უმად ვკიტხე..
-ვიდეო კონტროლი..
ღიმილით მიპასუხა..
-ამ დროს აქ ყოფნა არ შეიძლება..
განმიმარტა, მე თავი დავუქნიე.. ხელს ისევ არ მიშვებდა.. ძლიერად ვეჭირე და ვხვხდებოდი, რომ კიდევ დიდხანს არ აპირებდა გაშვებას.. გამორთულ ექსკალატორებთან მივედით.. ეს მოძრავი კიბეები ყოველთვის მასინებდა, ჩემი სისუსტე იყო.. ამიტომ მეტროთი სიარულს ყოველთვის მანქანით სიარულს ვამჯობინებდი.. ეს აზრი მამაჩემსაც მოსწონდა, ვერ იტანდა, როცა ხალხმრავალ ადგილებში დავდიოდი.. ეშინოდა რამე საშინელებას არ გადავყროდი.. მაგრამ ახლა სხვა დრო იყო.. ტან ექსკალატორები გამორთული იყო.. სემმა და ტედმა პირველებმა აირბინეს კიბეებზე.. მათ ჯეკი მიჰყვა..
-წამო..
ღიმილით მითხრა ზეინმა და კიბეებისკენ გაიქცა, მეც ავტომატურად მივყევი.. სწრაფად აირბინა, მერე სახელურზე ჩამოჯდა, კალთაში ჩამისვა და ჩასრიალდა.. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გააზრება ვერ მოვასწარი..
-მოგეწონა?..
სიცილით მკითხა, მე შეშინებულმა დავუქნიე თავი..
ჩემმა რეაქციამ კიდევ უფრო ხმამაღლა გააცინა..
-აჰჰაჰ, შეგეშინდა?..
შეწუხებული ვუყურებდი.. მან წელზე მომხვია ხელი და მხარზე გადამიგდო..
-დამსვიიი !!
ხმამაღლა ვიყვირე და ზურგზე ხელების რტყმა დავუწყე..
-შიში უნდა გაგიქრო..
სიცილით მითხრა და ისევ აირბინა კიბეები..
ისევ კალთაში ჩამისვა..
-მზად ხარ?..
თავი დავუქნიე..
-მშვენიერია..
ღიმილით მიპასუხა და ჩასრიალდა.. ამჯერად ყველაფრის გააზრება მოვახერხე, რომ გითხრათ არ შემშინებიათქო, მოგატყუებთ.. მეგონა, რომ გადავვარდებოდით და ორივე კისერს მოვიტეხდით, შვებით ამოვისუნთქე, როცა ფეხი ძირს დავდგი..
-რა მშიშარა ხარ..
ისევ სიცილით მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა..
-აღარ მოდიხართ?..
ზემოდან დაგვიძახა სემმა, ზეინმა თავი დაუქნია, ისევ ჩამჭიდა ხელი და ამჯერად ნელა აირბინა კიბეები.. ეს სიტუაცია არ მომწონდა, მაშინებდა.. არასწორად ვიქცეოდით.. ვიყავით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა არ შეიძლებოდა.. ღმერთო, ახლა რომ მამა მხედავდეს, ნამდვილად მომკლავს..
დიდ, ბნელ დერეფანში აღმოვჩნდით.. ზეინმა ფარანი ამოიღო და გაანათა.. სხვებიც ასე მოიქცნენ..
-სიბნელის გეშინია?..
უკვე ხვდებოდა, რომ ძალიან მშიშარა ვიყავი.. ვიცოდი, მის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თავი დავუქნიე.. გაეღიმა..
-აქ მოდი..
ხელი წელზე მომხვია და მიმიკრა.. დანარჩენები სირბილით წავიდნენ, თან ხმამაღლა ყვიროდნენ.. იგინებოდნენ.. გოგონები იცინოდნენ, სვამდნენ.. მე და ზეინი აუჩქარებლად მივდიოდით, მასზე ვიყავი მიხუტებული..
-ჯეკ, მომეცი !!
მკაცრად დაუძახა ჯეკს, რომელიც არყის ბოთლის მოყუდებას აპირებდა.. ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე გამოართვა და მოსვა.. სახე დაემანჭა, მაგრამ მალევე დაუმშვიდდა. ეტყობოდა შეგუებული იყო.. მერე გამიღიმა და მაკოცა, ტუჩებზე მწარე გემო დარჩენოდა..
-არ დალევ?
ბოთლი გამომიწოდა.. თავი დავუქნიე და ბოთლი გამოვართვი, მოვიყუდე.. ყელი ჩამეწვა და საშინელი ხველება ამიტყდა, ნახევარი არაყი დავღვარე.. ზეინი სიცილით კვდებოდა და მასტან ერთად სხვა დანარჩენებიც.. სემიც კი იცინოდა, ავწითლდი..
-აჰჰაჰ, წითელუკ..
სიცილით მითხრა, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა, მაგრამ მე მოვიშორე..
-წესით ჩემს კოცნას უნდა დაეტკბე..
ისევ სიცილით მითხრა, გაბრაზებული ვუყურებდი.. თავს ზედმეტად ვგრძნობდი..
-ოპაა, მგონი ვიღაცას ეწყინააა..
ისევ სიცილით ტქვა და მიმიხუტა..
-დამშვიდდი მშვენიერო, ჩვენში მიღებულია ასეთი ხუმრობები..
თბილად მითხრა და სველი კოცნა დამიტოვა ყელზე.. ოდნავ მოვეშვი..
თავი ღიმილით წამოწია და ტუჩებზე მომაშტერდა.. ღიმილი ვერ დავფარე, მასაც გაეღიმა და ტუჩები ენით დაისველა.. თავი ახლოს მოწია და ტუჩები ტუჩებზე მომადო, არ უკოცნია..ენისგან დატოვებულ სისველეს ვგრძნობდი და მაჟრიალებდა.. ოდნავ შევკრთი, როცა ბაგეებზე ენა ვიგრძენი.. ენა ზედა ტუჩზე თამამად გადამიტარა, მერე მაკოცა.. მისი ქმედებები მაოცებდა, აზროვნების უნარს მიბლოკავდა.. უბრალოდ მინდოდა მეკოცნა, მეტი არაფერი..
როცა ტავი გაწია, ჭკუაზე მოვედი და მიმოვიხედე.. სიბნელეში მხოლოდ მე და ის ვიდექით, იქაურობას მარტო ფარანი და მისი თვალები ანათებდა..
-დავეწიოთ..
ღიმილით მითხრა და ხელი ჩამჭიდა.. სიარულის ტემპი ოდნავ ააჩქარა, წამით გაჩერდა, როცა სავაჭრო დახლი დაინახა.. ახლოს მივიდა, თითქოს მივხვდი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ არ დავიჯერე.. თვალები გამიფართოვდა, როცა ზეინმა იდაყვით ჩაამტვრია მინდა და კასა აიღო..
-რას აკეთებ??
შეშფოთებულმა ვკითხე..
არაფერი უპასუხია, ღიმილით გამომხედა და კასის საკეტი ფარნით ჩაამტვრია.. ას დოლარიანები ამოიღო, ცენტები დატოვა..
ფული ჯიბეში ჩაიკუჭა და გზა განაგრძო..
-ზეინ..
ეს ყველაფერი აღარ მომწონდა..
-გისმენ, მშვენიერო..
-ეს რატომ გააკეთე?..
აკანკალებული ხმით ვკითხე..
-უბრალოდ..
ღიმილით მითხრა და გზა განაგრძო.. შეშინებული ვიყავი.. რამდენიმე წუთის წინ ჩემს გვერდით მყოფმა ადამიანმა სავაჭრო დახლი გაქირდა.. მე კი არაფერი გავაკეთე მის შესაჩერებლად.. თუმცა ვიცოდი, რომ არც გამომივიდოდა..
ბავშვებს მალევე დავეწიეთ, ზეინის საქციელით ჯერ კიდევ განცვიფრებული ვიყავი..
-შენ რა, არ მოგიპარავს?
სიცილით მკითხა, როცა შეამჩნია, რომ თვალს არ ვაშორებდი.. თავი გავაქნიე..
-ეს რა ზედმეტად პატიოსანი გვყავს აქ?.. არ გავაფუჭოთ?
წარბების თამაშით იკითხა ზეინმა.. ახლა მართლა შემეშინდა, წარმოვიდგინე რა საშინელების გაკეთებას აპირებდა… ჩემს გაფითრებულ სახეზე ისევ სიცილი ატეხა..
-დამშვიდდი, მშვენიერო..
ლოყაზე მიჩქმიტა და გამიღიმა..
-ზეინ, ერთი წუთით მოშორდი შენს მშვენიერს და მოდი, დაგვეხმარე..
დაუძახა ჯეკმა, ზეინმა ლოყაზე მაკოცა და ბიჭებთან მივიდა.. გოგონებს კედლებზე ფარნების მინათება გვთხოვეს, ჩვენც მათი ინსტრუქცია შევასრულეთ.. ტედმა, ჯეკმა და ზეინმა რამდენიმე პულივიზატორი ამოიღეს და კედლებზე ხატვა დაიწყეს.. გოგონები ამხნევებდნენ და ეუბნებოდნე, რომ არაჩვეუ;ებრივი ნახატები გამოსდიოდათ.. მე კი ჩუმად ვიჯექი, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი უკანონობა იყო.. იმის შისი მიპყრობდა, რომ პოლიცია მოვიდოდა, მათ რათქმაუნდა უფროსი ანუ მამაჩემი მოყვებოდა და საშინლად დამსჯიდა.. ფეხები მიკანკალებდა, როცა მამა მახსენდებოდა..
-მორჩა !!
ახლაღა დავაკვირდი მთელს კედელს.. ჩემს წინ ულამაზესი გრაფიტის ნიმუში იყო.. გაკვირვებული ვუყურებდი მას.. ზეინი ამაყად მოვიდა ჩემთან..
-მოგწონს??
მე უბრალოდ თავი დავუქნიე..
მან ისევ მისი საყვარელი ჟესტი გაიმეორა, წელზე მომხვია ხელი და კისერში ვნებიანად და თბილად მაკოცა.. წვერები მომეხახუნა და გამეღიმა.. არ ვიცი რა მოხდა ამ რამდენიმე წამში, მაგრამ ამ ნახატის დანახვამ, თითქოს მომაშინაურა.. შიში ღიმილმა შეცვალა, მეც მოვეხვიე ზეინს..
მალევე მომშორდა..
-წამო რა.. იქეთ გავიდეთ..
მშვიდად მითხრა, თავი დავუქნიე.. მან ხელი ჩამჭიდა.. ბავშვებისგან შორს გავედით, მარტო.. ბნელოდა, ზეინს ფარანი არ წამოუღია.. ცოტათი მეშინოდა, მაგრამ რატომღაც ის ძლიერი ხელი, რომელსაც ასე მაგრად ვეჭირე, მამშვიდებდა..
-ჯეს..
ჩუმად მითხრა, წინ გამიშვა და უკნიდან მომეხვია..
-გისმენ..
მოხვეულ ხელებზე ხელები დავადე..
აღარაფერი უთქვამს, თმები ერთ მხარეს გადამიწია და კისერში ნაზად მაკოცა.. ასე ნაზად ჯერ არ უკოცნია, ტუჩები ოდნავ შეახო კანს.. ღრმად ჩავისუნთქე, მიხვდა, რომ მესიამოვნა და ისევ იგივე გაიმეორა.. პატარ-პატარა კოცნებს მიტოვებდა კისერში, თან სიარულს არ წყვეტდა.. მართალია ნაბიჯებუის გადადგმას ვეღარ ვახერხებდი, მაგრამ მისი ფეხებით მეხმარებოდა.. რამდენიმე წამში გაჩერდა, მისკენ მიმაბრუნა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგვევინა უკან.. ცივ კედელზე აკრული აღმოვჩნდი..
-მშვენიერო..
მისი სახის აგრჩევა ამ სიბნელეში მიჭირდა.. გაოცებას ვერ ვმალავდი, როცა მის მანათობელ თვალებს ვუყურებდი.. მუქი ფერის მიუხედავდად, მაინც ანათებდნენ..
ხელები კისერზე მქონდა მოხვეული, ის კი ისევ კისერში მკოცნიდა, ისევე ნაზად, როგორც რამდენიმე წამის წინ.. გახშირებულ სუნთქვას ვერ ვაკონტროლებდი.. ის გრძნობები, რაც მან ჩემში გამოიწვია, უბრალოდ ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო.. ტუჩზე ვიკბინე, როცა ზეინმა ბარძაყზე ამისრიალა ხელი და კაბა წამომიწია.. ხელი უკან, საცვლის ქვეშ ჩააცურა და უკანალზე მომიჭირა..
წამოვიხვნეშე, როცა კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა და თან მიმიკრო..https://www.youtube.com/watch?v=x3jFcZjv_kk
კაბა ნელ-ნელა ადიოდა უფრო და უფრო ზევით.. ჩემი გახშირებული სუნთქვა კი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა..
ზეინმა ცალი ფეხი მომახრევინა და მასზე შემომახვევინა, ასე უფრო ძლიერად მიჭერდა ხელს უკანალზე.. ჩემდაუნებურად წამოვიკვნესე, როცა ზეინმა გულ-მკერდზე გადაინაცვლა.. მისი ცხელიტუჩებით კანი ამიხურა.. ყელში რაღაც გამეჩხირა, როცა ზეინმა კბილებით გახია კაბის დეკოლტე, ასევე კბილებით მოაძრო ლიფს ზოლი.. თვალები მაგრად დავხუჭე, შეწინააღმდეგებაზე არც მიფიქრია, მსიამოვნებდა ეს ყველაფერი.. ეს არეულობა მუცელში, აჩქარებული გულისცმეა, გახშირებული სუნთქვა, რაღაც საოცარს იწვევდა ჩემში..
-ზეინ..
მისი სახელი წარმოვთქვი, როცა ლიფი სხეულიდან მომაშორა.. თავი ვეღარ შევიკავე და თმებში ჩავაფრინდი.. ძუძუს თავი ტუჩებში მოიქცია და ნაზად ეამბორა..
ჩემი ჟესტი ნამდვილად არ ესიამოვნა, ხელი თმებიდან მომაშორებინა, გამიღიმა და ახლა ტუჩებს დააცხრა.. ზედმეტად გაბრუებული ვიყავი.. ორივე ფეხი მას შემოვხვიე, მანაც არ დააყოვნა და ორივე ხელით მომეჭიდა უკანალზე..
-ზეინ..
კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე მისი სახელი, როცა ტრუსიც მომაგლიჯა სხეულიდან..
ახლა მის წინ ულიფოდ, უტრუსოდ და გახეული კაბით ვიყავი.. პირველად ვიქცეოდი ასე.. პირველად, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, უბრალოდ ზედმეტად მსიამოვნებდა ის !!
-შენ ისეთი კარგი ხარ..
ყურთან წამოილუღლუღა, ამ სიტყვებმა კიდევ უფრო ამიჩქარეს გულის ცემა.. ჩემდაუნებურად ვუკბინე ტუჩზე.. გაეღიმა, მე კი ჭკუიდან გადავედი, როცა მისი ენა ვიგრძენი.. საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, ისევ ვერ გავაკონტროლე ხელები, ისევ მოვეჭიდე თმებზე.. ამჯერად აღარ გაბრაზებულა.. ენას პირში მიტრიალებდა და თან მკოცნიდა.. ცხვირიდან გავარვარებული ჰაერი გამოდიოდა, ეს ყველაფერი უაზროდ მოქმედებდა ჩემზე.. ხვნეშისა და კვნესის გაკონტროლებას ვერ ვახერხებდი.. მისი სახელის ყვირილი მინდოდა.. მინდოდა გაეგო რას მიშვებოდა, თუმცა ეს მან მშვენივრად იცოდა.. ჩემს ყველა რეაქციას ღიმილით ხვდებოდა და შემდეგ ქმედებას უფრო ათამამებდა..
უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, როცა შარვლის ღილი შეიხსნა.. მისი სუსტი ფეხების გამო, შარვალი წამიერად დავარდა მის კოჭებთან.. კოცნას არ წყვეტდა და რამდენიმე წამში, მისი ბოქსერებიც კოჭებთან აღმოჩნდა.. ავკანკალდი, როცა მისი შიშველი ფეხები ჩემსას შეეხო.. კიდევ უფრო ცუდად გავხდი, როცა სასქესო ორგანო მომედო ფეხზე.. კოცნის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე, ავცახცახდი.. გავიაზრე რა მოხდებოდა რამდენიმე წამში, უცებ მოვაშორე ხელები და მსუბუქად ვკარი ხელი..
-რა ხდება?..
ოდნავ გაბრაზებული ხმით მკითხა..
-მე.. მე.. არ შემიძლია..
აკანკალებუმა ვუთხარი, მისგან ცოტა გაგებას ველოდი, მაგრამ შევცდი.. ისევ დააცხრა ჩემს ტუჩებს.. მოვიშორე..
-ზეინ, არა მეთქი !!
დავუყვუყვირე, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა კუნთები.. ოდნავ შემეშინდა, მეგონა, რომ ძალის გამოყენებით განაგრძობდა მოქმედებას, ამჯერადაც შევცდი.. საბედნიეროდ..
მომშორდა და მუჭი კედელს მიარტყა.. არაფერზე არ დავფიქრებულვარ, ისე გავიქეცი..
-ჯანდაბა !!
გავიგონე ყვირილი ზურგს უკან..