14 февраля 2014 года в14.02.2014 18:48 59 0 10 1

https://www.youtube.com/watch?v=Uv5wF-E9D8Y&list=PLLyFhy1vZfWoNxw0R73CR8zYr78eA66cD
-ადამი სად შეიძლება ვნახო?..
კლუბის ბარმენს ვკითხე, რომელიც მის წინ მჯდომ გოგოს ეფლირტავებოდა.. ყურადღება არ მოუქცევია..
-უკაცრავად, გავიმეორო?
უფრო ხმამაღლა ვთქვი.. გაკვირვებულმა შემომხედა..
-რა გინდა?..
უხეშად მკითხა, მისი ჭკუით გოგოსთან მარიაჟობდა..
-ადამი სად შეიძლება ვნახო მეთქი !!
საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი..
-რა გინდა ჩემი ძმა?.. რას ღრიალებ?..
მითხრა, თან გოგოს გახედა და გაუღიმა.. ბრაზი წამის მეასედში ავარდა თავში, მერე რაღაც ძალამ სინათლის სიჩქარით გადაიტანა აგრესია მუშტში.. ხელი მოვიქნიე..
-სადაა ადამითქო !!
დავუღრიალე, მისი ქალბატონი გაიქცა.. თვითონ ბარიდან გამოვიდა..
-რა ჩემი ფეხები გინდა??
-ოო, ეს არ უნდა გეთქვა..
გავუღიმე და კიდევ ერთხელ მოვუქნიე მუშტი..
-კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა?..
წაქცეულ სხეულთან ჩავიმუხლე და დამცინავი ღიმილით შევუთვალიერე გასიებული, სისხლისგან გაწითლებული ცხვირი..
-კაბინეტშია..
მითხრა და სახეზე ხელები აიფარა..
-მერე მე საიდან ვიცი სადაა მისი კაბინეტი??
ისევ დავიღრიალე.. თავს ვერ ვაკონტროლებდი, სასწრაფოდ მჭირდებოდა წამალი ! მთელი სხეულით ვცახცახებდი, ძვლები მიკანკალებდა, კბილები ღრჭიალებდნენ..
-ბარს ჩაუყევი და დაინახავ..
ძვლივს მითხრა.. წამოვდექი, ხელი გავუწოდე და წამოვაყენე.. მერე სწრაფი ნაბიჯებით წავედი მუქი ყავისფერი კარებისკენ.. დაუკაკუნებლად შევედი და პირდაპირ საქმეზე გადავედი..
-ჯოშმა დაგირეკა?
-გამარჯობა ზეინ..
სკამიდან წამოდგა..
-ადამ, არ მცალია შენი პატხალიმობისთვის, წამალი მინდა !!
ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი..
-დამშვიდდი, მოგცემ ახლავე..
მითხრა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სეიფისკენ..
-მალე !!
დავუყვირე..
-ბიჭი მომისმინე, შენ ხომ არ გეპატარავები?.. მოგცემთქო, არ გესმის?..
ისევ იგივე მოხდა, ბრაზი ტვინში ავარდა.. ადამთან მივვარდი, ხელი მაისურში ჩავავლე და კედელთან ავაყუდე..
-წამალი მომეცი !!
კბილებში გამოვსცრე..
-ჰეი, ჰეი.. დამშვიდდი.. შენ მართლა ცუდად ხარ.. ახლავე, გამიშვი..
ხელი ჩამოვუშვი, მანაც უფრო ააჩქარა ნაბიჯები..
-ფხვნილი მაქვს..
-სულერთია.. მალე მომე !!
-შპრიცი გაქვს თუ მოგცე?..
-მომე !!
ადამმა შპრიცი და პაკეტი მესროლა, რომელშიც ფხვნილი ეყარა..
პაკეტი დავყნოსე.. ვგიჟდებოდი ამ თეთრი ფხვნილის გამაბრუებელ სურნელზე.. უბრალო დაყნოსვაც სხვა სამყაროში მაგზავნიდა..
კაბინეტი დავტოვე და ბარმენს კოვზი და სასმელი წყალი ვთხოვე.. მერე ბიჭების საპირფარეშოში შევედი, შპრიცი გავხსენი, ფხვნილი კოვზზე დავყარე, წყალი დავასხი და სანთებელა ამოვიღე.. ცეცხლი ავანთე და სანთებელა კოვზის ქვემოთ მოვაქციე.. ერთი სული მქონდა როდის შევიდოდა ეს სითხე ჩემს სხეულში, ყველა უჯრედს გამითიშავდა და ნეტარებაში მომისვრიდა..
წყალი ნელ-ნელა ხურდებოდა, ბოლოს, როცა პატარა წყლის ბურთები დავინახე, სანთებელა ჟიბეში დავაბრუნე და შპრიცით სითხე შევისრუტე.. ვეღარ ვითმენდი, კბილები მიცახცახებდა, ტვინი მეთიშებოდა..
მაისურის სახელური ავიწიე.. მუჭი შევკარი და ძარღვები დავჭიმე.. მერე შპრიცი სწორად დავიკავე ხელში და ხელთან ახლოს მივიტანე.. აქ არაფერი არ უნდა შემშლოდა, პატარა შეცდომაც სავალალო შედეგამდე მიმიყვანდა.. მართალია, ხელი უკვე გაწაფული მქონდა, მაგრამ მაინც ვფრთხილობდი.. ნემსი, რომელიც შუქზე ელვარებდა და კიდევ უფრო მიმძაფრებდა გაკეთების სურვილს, ვენასთან ფრთხილად მივიტანე.. თვალით ტრაექტორია განვსაზღვრე და სწრაფად შევისე..
სითხის შესვლა და ჩემი გაღიმება ერთი იყო.. სხეული მომიდუნდა, მუხლებით დავვარდი იატაკზე, ვგრძნობდი, რომ ამ სამყაროს ვეთიშებოდი.. სხეული სულთან ერთად სხვა განზომილებაში გადავიდა.. გონება გაითიშა და ორგანიზმში უცნაურმა არსებებმა დაიწყეს ფარფატი.. გამოსახულება ჯერ აიმჟღვრა, მერე აჭრელდა.. აქა-იქ სხვადასხვა სილუეტებსაც ვლანდავდი.. მერე უკან გადავიწიე და მთლიანად გავწექი იატაკზე.. ისევ ვიღიმოდი..
დაახლოებით ათ წუთში, ჩემი საყვარელი შეგრძნებები იწყებოდა.. მაშინ, როცა ექსტაზი პიკს აღწევდა, ენა უკან მიდიოდა.. თითქოს, კრუნჩხვა გეწყებოდა, მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა ძვლებს გიყინავდა და გიმაგრებდა.. ამავდროულად გრძნობდი, რომ ყველაფერი მოდუნებული გქონდა, თითქოს ელასტიურიც.. იმასაც კი იფიქრებდი, რომ თავისუფლად შეასრულებდი სხვადასხვა აკრობატულ ილეთებს.. კანი კანს აღარ ჰგავდა, ხორცი ხორცს.. ყველაფერი უფრო ფერადი იყო.. შეიძლება ითქვას უფრო ლამაზიც კი.. უბრალოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.. ორ საათზე უყოყმანოდ გავიპარე აივნიდან.. გზაჯვარედინთან შავი მანქანა დამხვდა.. წინ სემი და მისი შეყვარებული- ტედი ისხდნენ.. საშინლად არ მომწონს ეს ბიჭი..
-ვიცოდი, რომ უმაკიაჟოდ იქნებოდი..
გამიღიმა სემმა და კაბა მომაწოდა..
-აქ გამოვიცვალო?..
გაკვირვებულმა ვკითხე და ტედზე ვანიშნე..
მან გამიღიმა..
-არ გამოვახედებ..
მითხრა და ტედს კოცნა დაუწყო.. თუმცა მე ამას კოცნას ვერ დავარქმევდი.. თვალები დავხუჭე და თავი მოვაბრუნე.. უკანა სავარძელზე გამოვიცვალე, თან ტედს თვალს არ ვაშორებდი, არ მინდოდა გამოეხედა..
-მოვრჩი..
ვუთხარი ბოლოს და ჩემი ძველი ტანსაცმელი იქვე დავდე..
სემი უკან გადმოჯდა..
-ტედ, ნელა იარე, მაკიაჟს გავუკეთებ..
უთხრა ტედს და მომიბრუნდა.. წარბები შევჭმუხნე..
-ნუ ნერვიულობ, ბევრი არაფერი..
გამიღიმა და ფანქარი ამოიღო..
-მთავარია თვალები არ ახამხამო..
თავი დავუქნიე და ზემოთ ავიხედე.. ფანქრის შემდეგ რამდენიმე ტუჩსაცხი ამოიღო..
-წითელი, ვარდისფერი თუ შავი?..
მერე უცებ ამათვალიერა..
-კაბას შავი უხდება..
თავი დაიქნია, მის თავს დაეთანხმა.. ტუჩსაცხი წამისვა და შეკრული თმები უხეშად გამიშალა.. გრძელი, ღია წაბლისფერი თმები მხრებზე ჩამომეყარა.. სემმა ხელი თმებში შემიცურა და ამიჩეჩა..
-მომწონხარ..
ნიშნის მოგებით მითხრა..
ტედმა მანქანა გააჩერა, სემი წინ გადაჯდა მე კი მანქანის სარკეში დავაკვირდი თავს.. ვხვდებოდი, რომ ძველი ჯესიკა აღარ ვიყავი.. გაქრა ის მიამიტი და ჭკვიანი გოგონა, რომელიც მამის ყველა სიტყვას შეწინააღმდეგების გარეშე ასრულებდა.. თითქოს მსგავსებაც დავიჭირე ჩემსა და სემს შორის.. შავი ფანქრის სქელი ფენა კიდევ უფრო მეტ სითამამეს მმატებდა.. გადავწყვიტე, რომ დღეს თამამი, თავაშვებული გოგო უნდა ვყოფილიყავი.. არანაირი მორიდება, მხოლოდ გართობა, მორჩა !!
ჩემს თავს დავეთანხმე და სავარძელს მივეყრდენი..
ბნელოდა, ქუჩებს ლამპიონები ანათებდნენ.. სანამ მთავარ მაგისტრალზე გავიდოდით, სიმშვიდე იყო.. მერე სხვა ცხოვრება დაიწყო, ახლა ლამპიონებთან ერთად შენობებიც ანათებდნენ, ათობით მანქანა მიდი-მოდიოდა.. თურმე სემი არ მატყუებდა, როცა მეუბნებოდა:
-ჩვენს ქალაქში ცხოვრება ღამით იწყებაო..
მანქანა კლუბის წინ გავაჩერეთ.. მორიდებულად გადმოვედი და კაბა ჩამოვიწიე, სემს გაეღიმა ჩემს საქციელზე..
-ზემოთ ჯეს, ზემოთ უნდა აწიო..
გამიღიმა და გვერდით ამომიდგა.. ტედი წინ მიდიოდა, არ გაჩერებულა..
-ასაკზე პრობლემები ხომ არ შემექმნება?..
ოდნავ შეშინებული ვიყავი..
-16ს ხარ ხო?..
მე თავი დავუქნიე..
-არ ინერვიულო პატარავ..
სემმა გამიღიმა და სახეზე ხელი მომისვა, წელზე მომხვია ხელი და ყურში მითხრა:
-უფრო თამამი ნაბიჯები მეგობარო..
დავუჯერე, წელში გავიმართე და თავი წამოვწიე..
სემი ღიმილით მიყურებდა.. დიდი, ბრგე კაცი შესასვლელთან იდგა.. მის დანახვაზე ფეხები ამიკანკალდა.. სემს გაეცინა, საჯდომზე მომარტყა ხელი და იგივე გამიმეორა..
-თამამად, თამამად..
მეც დავუჯერე.. დაცვასთან მივედით.. ქვემოდან შიშით ვუყურებდი..
სემი გამომწვევად უღიმოდა, თან მის მოკლე კაბას კიდევ უფრო ამოკლებდა ხელით.. გაკვირვებული ვუყურებდი, მისმა შემდეგმა საქციელმა კი პირი დამაღებინა.. დაცვას კისერზე ჩამოეკიდა და ვნებიანად აკოცა.. თან ხელით მაჩვენა- შედიო..
ნელი ნაბიჯებით შევედი კლუბში.. თან სემის საქციელზე ვფიქრობდი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქაური სიტუაცია დავინახე.. სიმღერა ბოლო ხმაზე იყო ჩართული.. გოგონები ბიჭებზე ცეკვავდნენ, ბიჭები კი თამამად ეხებოდნენ მათ საჯდომებს, მკერდს.. ცოტა არ იყოს შემეშინდა.. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც, შეშინებული შევბრუნდი.. ამოვისუნთქე, როცა სემი დავინახე..
-აბა, მოგწონს?..
ყურში ჩამყვირა..
თავი დავუქნიე, მოვატყუე..
-მერე რას დგახარ, წამო ტედთან.. ასაკით თვრამეტის ხარ და იცოდე..
ხელი ჩამჭიდა და ტედისკენ წამიყვანა.. ტედი რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა, თან ბოთლით სვამდა.. სემმა ყველა გადაკოცნა და ჩემი თავი წარუდგინა მათ.. ამაზრზენი ბიჭები იყვნენ.. უკვე ნასვამები, გალეწილები.. თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, თითქმის ყველა წუთში ტუჩებს ენით ისველებდნენ.. იქაურობას გაკვირვებული ვაკვირდებოდი.. სულ სხვანაირი წარმომედგინა ყველაფერი.. ასეთ სიბინძურეს არ მოველოდი..
-ვიცეკვოთ?..
უკნიდან ვიღაც მომეხუტა.. თამამად მომხვია ხელი მუცელზე და რამდენიმე ნაბიჯი გადამადგმევინა..
სემს გავხედე, თავით მანიშნა დათანხმდიო..
-კი..
შეშინაბულმა ვუთხარი, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა..
ვხვდებოდი, რომ ნამდვილად გამიჭირდებოდა თამამი გოგოს თამაში..
მოცეკვავეებს შევუერთდით.. ჩემი პარტნიორი ხელს ისევ მუცელზე მიჭერდა, ალბათ ელოდა როდის შევბრუნდებოდი.. მეც თავი ხელში ავიყვანე და მივუბრუნდი.. სუნთქვა შემიკრა ბინძურმა ცისფერმა თვალებმა.. გამომწვევად გამიღიმა, ორივე ხელი წელზე მომხვია და მიმიკრა.. ვცდილობდი ჩვენს შორის მანძილი გამეზარდა, მაგრამ ვიცოდი არ გამომივიდოდა.. სემს გავხედე, მანიშნა იცეკვეო.. მართლა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ბიჭი არ ცხრებოდა და ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა ხელებს ქვემოთ აპარებდა.. იცოდა, რომ შეშინებული ვიყავი და ამით სარგებლობდა.. ამ ყველაფერს მის ამაზრზენ თვალებში ვხედავდი.. გამიღიმა და ცალი ხელი ზემოთ ამოაცურა.. თმები ერთ მხარეს გადამიყარა, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.. ნელ-ნელა ახლოს მოიწია და ყელში საზიზღრად მაკოცა, ზიზღისგან თვალები დავხუჭე, მერე სწრაფად გავახილე და სემს დავუწყე ძებნა.. სემი კმაყოფილი სახით მიყურებდა, თვალებით შევევედრე აქედან გამიყვანეთქო.. მას სახე აეშალა და ჩემთან სწრაფი ნაბიჯით მოვიდა..
-მაპატიე ჯეკ..
უთხრა ბიჭს, ხელი მაჯაში ჩამჭიდა და კუთხისკენ წამიყვანა..
-მადლობა სემ, მადლობა..
-რა გჭირს გოგო?.. მე გამიხარდა, ეღირსება ძვლივსთქო..
-არა სემ, არ შემიძლია.. სახლში მინდა..
-აპაპაპაპ..
ხელები გაასავსავა..
-ახლა წამოხვალ და დალევ.. მოგეშვება.. ხო უნდა გაიზარდო, სულ მამიკოს გოგოდ დარჩები?..
სახე მომემანჭა..
-ხოდა წამოდი..
ხელი ჩამჭიდა.. მეც უყოყმანოდ გავყევი.. ბართან მიმიყვანა და სასმელი შეუკვეთა..
-ესეიგი.. ეს ჩქარა უნდა გადაკრა..
მითხრა და ჭიქა მომაწოდა..
-პირველად სვამ?..
თავი დავუქნიე..
-მაშინ ძალიან ბევრი არ გვინდა, ცუდად არ გამიხდე..
გაიცინა და ჭიქა მოიყუდა..
-უუჰ, მაგარია.. მიდი..
მითხრა და ხელით მანიშნა დალიეო..
ჭიქა ნელა მივიტანე პირთან, სასმელს მძაფრი სუნი ასდიოდა.. სახე დავმანჭე და ჭიქა მოვიშორე.. სემის ხარხარი გავიგე..
-მიდი გოგო, მიდი..
მითხრა და ჭიქა პირთან მიმატანინა.. ამჯერად აღარ დამიყნოსია, სწრაფად გადავკარი.. საშინელი შეგრძნება იყო, თითქოს ყველაფერი ჩამეფუფქა.. საშინლად ამეწვა პირი.. თვალები გამიფართოვდა და ჩემდაუნებურად ცრემლები წამოივიდა..
სემის ხარხარი ნერვებზე მოქმედებდა..
-ჰაა, მიაყოლე..
ბარმენმა ღიმილით მომაწოდა ლიმონი..
ოდნავ მომეშვა.. სემს ჩხუბი დავუწყე..
-შენ დალაგებული ხარ? რას მერჩოდი??..
-რა ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, აჰჰაჰ, გაწითლდი..
ისევ იცინოდა, მე კი საშინლად ვგრძნობდი თავს..
-წყალი გინდა?..
მკითხა ბოლოს.. მე თავი დავუქნიე.. ბარმენმა წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა, უცებ მოვსვი, ცივი წყალი მესიამოვნა..

Комментарии

Зарегистрируйтесь или войдите, чтобы добавить комментарий

Новые заметки пользователя

IRINKAJOBAVA — Это просто Вьюи блог

69

ნაცნობი სახეები დავინახე და მათკენ წავედი, მაგრამ ზეინმა არ გამიშბა.. გაკვირვებული სახით გავხედე.. -ჯერ მე გამომყევი.. ღიმილით მითხრა, ...

54

*ზეინი: კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი.. ტედის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვა...

58

http://data1.whicdn.com/images/67694127/large.gif

55

http://31.media.tumblr.com/81b75de51cd15eea016ab9a3fd178655/tumblr_mxdgjh4QKE1s2ad26o1_250.gif

55

*ზეინი: ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა !! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ ზეინ.. თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე.. წყენაც შეეპერა ღიმი...

63

*ზეინი: სულელი გოგო !! სწრაფად ამოვიცვი შარვალი, ბავშვებთან მივედი და ერთ-ერთ გოგოს სწრაფად დავავლე ხელი.. -ზეინ? -გამომყევი !! ვუბრ...